png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ქვეყანაში ატყდეს ომი, იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები - თეა წულუკიანი დავით არახამიას

  • კომენტარები
  • 08.09.2022
  • 21:25
ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ქვეყანაში ატყდეს ომი, იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები - თეა წულუკიანი დავით არახამიას

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას ვიდეომიმართვას ეხმიანება. ის ამბობს, რომ საქართველოს არ სჭირდება არახამიას დახმარება.

„ბატონი არახამია ჩვენთან უკვე არის, როგორც ვამბობთ, პროგრამაში, იმიტომ, რომ დღე ერთია და რამდენიმე განცხადებას აკეთებს საქართველოსა და მის შიდა პოლიტიკურ საქმეებზე, რისი უფლებაც მე არ მგონია, რომ მას ასე პირდაპირ ჰქონდეს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მიუხედავად მისი გვარ-სახელისა, - აღნიშნა წულუკიანმა და განაგრძო, - უბრალოდ ვუპასუხებდი, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ქვეყანაში ატყდეს ომი; ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები; პირიქით, სულ სხვა სტილით ვმართავთ ქვეყანას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ხანდახან მთავრობა და პარლამენტი აკეთებს შეუძლებელსაც კი, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ბავშვები დილით კარგ ხასიათზე მიდიოდნენ ბაღებსა და სკოლებში, ხოლო, ზაფხულში ისვენებდნენ მშვიდობიან გარემოში და მათი მშობლები არ ნერვიულობდნენ იმაზე, რომ შეიძლება, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ეს არის, რაც არის ჩვენი კრედო, მინდა ვუთხრა, ბატონ არახამიას. ამიტომ, მისი დახმარება ჩვენ არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, - თქვა წულუკიანმა".

არახამიამ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ თუ ქართველებს დამოუკიდებლად ვერ განახორციელონ დეოლიგარქიზაცია, ამაში მათ უკრაინა დაეხმარება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge