png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია - კახა ოქრიაშვილი

  • კომენტარები
  • 24.08.2022
  • 13:00
 ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია - კახა ოქრიაშვილი

„ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისკენ“,- აცხადებს „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.

მისი თქმით, კონსტიტუცია არის ის ფუნდამენტი, რაზეც შენდება სახელმწიფო, რაზეც დგას სამართლიანობა და რაც არის გზამკვლევი ნებისმიერი ერისთვის.

„უკრაინას, საქართველოს მოძმე ერს, ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ამ მძიმე ბრძოლაში, ერთი მტრის წინააღმდეგ, ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და დარწმუნებული ვართ უკრაინის გამარჯვებაში.  

დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. კონსტიტუცია არის ის ფუნდამენტი, რაზეც შენდება სახელმწიფო, რაზეც დგას სამართლიანობა და რაც არის გზამკვლევი ნებისმიერი ერისთვის.

სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუცია მრავალჯერ გადაიწერა და დღეს მორგებულია და ემსახურება ივანიშვილისა და მისი „ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნებას. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისკენ.

თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ, რომ კანონი უზენაესია, რომ კანონები უნდა დავიცვათ - დიახ, ეს სწორია, მაგრამ საქართველოში უამრავი კანონია, რომელიც არის უსამართლო, მორგებულია „ქართულ ოცნებას“, ხელს უწყობს კორუფციას, არჩევნების გაყალბებას, შერჩევით სამართალს, აკნინებს ადამიანის უფლებებს, თავისუფალ მედიას. ეს კანონები არ იწვევს პატივისცემას და უნდა შეიცვალოს! 

მინდა შეგახსენოთ, რომ ნაცისტურ გერმანიაში 6 მილიონი ებრაელი და ყველა სხვა მოქალაქე, ვინც არ ეთანხმებოდა ნაციზმს, სწორედ ზედმიწევნით, დაწვრილებით დაწერილი კანონებით გაანადგურეს. ასეთ უსამართლო კანონებს ვერც ავიტანთ, ვერც დავიცავთ.

ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ საქართველოს წინსვლისთვის!“, - ამბობს ოქრიაშვილი.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge