png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სააკაშვილს უნდა შევხედოთ, როგორც ისტორიის ნაწილს, რომელმაც თავისი თავი ქართულ პოლიტიკაში ამოწურა - ელისაშვილი

  • კომენტარები
  • 01.08.2022
  • 17:02
სააკაშვილს უნდა შევხედოთ, როგორც ისტორიის ნაწილს, რომელმაც თავისი თავი ქართულ პოლიტიკაში ამოწურა - ელისაშვილი

სწორი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილმა გააცნობიეროს, რომ მან ქართულ პოლიტიკაში თავისი გასაკეთებელიც გააკეთა, გასაფუჭებელიც და თუ გაიაზრებს, რომ ამ ყველაფერს მოეშვას, კარგი იქნება და ამ შემთხვევაში, მხარს დავუჭერდი მის სამკურნალოდ გადაყვანას – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პროცესის გამჭედველი – ვერაფერს ცვლის და პროცესს ჭედავს.

„მიხეილ სააკაშვილის შვილის გამოსვლა ძალიან მომეწონა. კარგი შვილი გაუზრდიათ, რადგან ძალიან გონიერი, გაწონასწორებული და მოაზროვნე ბიჭი ჩანს. რაც სააკაშვილის შვილმა თქვა, აბსოლუტურად ვიზიარებ – მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა, ის არის ისტორიის ნაწილი. მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში შევიდა, როგორც ძალიან ეფექტური რეფორმებით, ასევე ჯოჯოხეთური რაღაცებით, მათ შორის იმით, რომ ლამის ნახევარ საქართველოს სული ამოხადა ციხეებში. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პროცესის გამჭედველი – ვერაფერს ცვლის და პროცესს ჭედავს. სააკაშვილს უნდა შევხედოთ, როგორც ისტორიის ნაწილს, რომელმაც თავისი თავი ქართულ პოლიტიკაში ამოწურა და რომელსაც ჯანმრთელობის აღდგენის საშუალება უნდა მივცეთ.

ნერვები მეშლება იმაზე, რომ მისი მხარდაჭერების ნაწილი იყო მისი დაპატიმრებისას, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, რომ სააკაშვილი მომკვდარიყო, რათა რევოლუციისთვის მიზეზი ჰქონოდათ და მის გარდაცვალებას უყურებდნენ, როგორც მუხტის შემქმნელს. ასევე იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომელთაც სააკაშვილის ცუდად ყოფნა უხაროდათ. არც ერთს მივეკუთვნები და არც მეორეს. მიმაჩნია, რომ სააკაშვილს უნდა შევხედოთ, როგორც ისტორიის ნაწილს, რომელმაც თავისი თავი ქართულ პოლიტიკაში ამოწურა და რომელსაც ჯანმრთელობის აღდგენის საშუალება უნდა მივცეთ”, – აღნიშნავს დეპუტატი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge