png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

როდესაც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო, სალომე ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა - სოზარ სუბარი

  • კომენტარები
  • 28.07.2022
  • 09:54
როდესაც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო, სალომე ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა - სოზარ სუბარი

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ დეპუტატმა სოზარ სუბარმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არავინ იცის, სალომე ზურაბიშვილი რა თამაშს და ვის თამაშს თამაშობს.

"რაც შეეხება პრეზიდენტის ბრალდებას. ის რას ამბობს, ამ შემთხვევაში საერთოდ არ მაინტერესებს. ჩვენზე რას იტყვის, ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა. ზურაბიშვილზე მინდა ვთქვა - როცა ადამიანს 2 სამშობლო აქვს, როგორც ჩანს, კაცმა არ იცის, რომელი უფრო ტკივა და ტკივა თუ არა ის სამშობლო, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოა და სადაც ის არ დაბადებულა და რომლის კულტურაც ეტყობა, ბოლომდე მაინც ვერ გაითავისა.

კაცმა არ იცის, ის რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული მის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ თავისი შთამომავლობისა და გვარისშვილობის მიუხედავად, ის სხვა კულტურაში იყო გაზრდილი. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ის იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და ევროკავშირიდან წამოსული ადამიანი, ვფიქრობდით, რომ დიახ, ჩვენი ინტერესები იმდენად ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ ეს ორი სამშობლო ხელს არ შეუშლიდა იმაში, რომ საქართველოს ინტერესებისთვის ემსახურა. მაგრამ როგორც კი პირველი, გარკვეულწილად წინააღმდეგობა შეიძლება გაჩენილიყო, იქ მან სხვა თამაში აირჩია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა. რა განცხადებებსაც ის აკეთებს, ქვეყნის ინტერესებში არ შედის", - თქვა სუბარმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge