png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ამერიკაში არავის აინტერესებს რას იტყვის "ქართული ოცნება" ელჩ დეგნანზე - მეთიუ ბრაიზა

  • კომენტარები
  • 27.07.2022
  • 21:25
ამერიკაში არავის აინტერესებს რას იტყვის "ქართული ოცნება" ელჩ დეგნანზე - მეთიუ ბრაიზა

თვალები უნდა გაახილონ და მიხვდნენ, რომ ამერიკაში არავის აინტერესებს რას იტყვის "ქართული ოცნება" ელჩ დეგნანზე, - აცხადებს "მთავარ არხთან" საუბრისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით.

"გავეცანი ივანიშვილის ამ წერილს და მინდა გითხრათ, რომ სამი საათი საკმაოდ დიდი დროა ერთი შეხვედრისთვის. თუმცა, ყველამ იცის, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მას საქართველოში უზარმაზარი პოლიტიკური წონა აქვს. ბუნებრივია, რომ ვაშინგტონს სურს საქართველო ფართო დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი იყოს რათა რუსეთს ხელი შეუშალოს უკრაინის განადგურებაში და ამის ნაწილია სანქციები.

მე თურქეთში ვცხოვრობ. ამერიკამ ანკარასაც მოუწოდა, რომ შეერთებოდა სანქციებს. ანკარამ უარი განაცხადა და ამერიკის შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. თუმცა, ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო იმ სასაცილო განცხადებასთან, რომელთა მიხედვით ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ამ პოლიტიკოსებმა თვალები უნდა გაახილონ და მიხვდნენ, რომ ამერიკაში არავის აინტერესებს რას იტყვის "ქართული ოცნება" ელჩ დეგნანზე.

არანაირი შანტაჟი არ არსებობს და ეს პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კლოუნებს გვანან, რომლებიც ამ ცირკს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის აწყობენ. უნდათ, რომ მის თვალში ქულები დაიწერონ და ამიტომ აკეთებენ ამ სასაცილო კომენტარებს. მე ვფიქრობ, ივანიშვილმა თავის წერილში ასევე თქვა, რომ მისი ფინანსური საქმეები მისი პირადი საქმეა და ქვეყანას ეს არ უნდა ეხებოდეს. ასე რომ, მეგობრებო, დამშვიდდით და მიყევით ეროვნულ ინტერესებს, - ამბობს ბრაიზა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge