png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეს მხოლოდ კობახიძის სახე არ არის - ეს არის ივანიშვილის "ოცნების" შეშლილი სახე - კახა ოქრიაშვილი

  • კომენტარები
  • 26.07.2022
  • 12:09
ეს მხოლოდ კობახიძის სახე არ არის - ეს არის ივანიშვილის "ოცნების" შეშლილი სახე - კახა ოქრიაშვილი

"ეს მხოლოდ კობახიძის სახე არ არის - ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე" - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმას "მთავარი არხის" ჟურნალისტს ნატალი ჯახუტაშვილზე. 

„გუშინ, 25 ივლისს, საზოგადოებამ იხილა ბატონი ირაკლი კობახიძის შეშლილი სახე. ეს მხოლოდ მისი სახე არ არის, ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე.

ვიდრე ირაკლი კობახიძე არ გასცემს პასუხს კითხვებზე - რატომ, რა ვითარებაში, ვისი დავალებით   და გადაწყვეტილებით ჩამოიყვანა და ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის მაღალჩინოსანი გავრილოვი, ქართული საზოგადოების თვალში ის იქნება კაგებე-ს აგენტი.  

P.S. ოცნების მმართველობა ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება“, - ამბობს ოქრიაშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა: "ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს". 

კობახიძემ შეურაცხყოფა დღესაც გააგრძელა - სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, ყბა აუკანკალდა, პირზე დუჟი მოადგა - კობახიძე "მთავარის" ჟურნალისტს ისევ თავს ესხმის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge