png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინისთვის, არის ის, რომ არ ჩავერთეთ სამხედრო კონფლიქტში - კობახიძე

  • კომენტარები
  • 22.07.2022
  • 09:43
ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინისთვის, არის ის, რომ არ ჩავერთეთ სამხედრო კონფლიქტში - კობახიძე

ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინისთვის, არის ის, რომ არ ჩავერთეთ სამხედრო კონფლიქტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ ანრდი კასიანოვის განცხადებაზე, რომ ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა.

„მერე დამატებითი კითხვა დაუსვეს და იქ გადავიდა იმაზე, რომ არ შევაიარაღეთ ჩვენ უკრაინა, რაც საქართველოს პირდაპირ ომში ჩართვას ნიშნავს ასევე. ჯერ პირდაპირ თქვა, რომ ეს ინტერესი ჰქონდათ, მერე შეიარაღებაზე გადავიდა და ა.შ. ჩვენ ბრიფინგი ჩავატარეთ ამ თემასთან დაკავშირებით და ოპოზიციას დავუსვით მარტივი კითხვა, ჩამოეწერათ, რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინისთვის და რა არ გავაკეთეთ. ვერც ერთმა ვერ ჩამოწერა. რაც შეეძლო საქართველოს, ყველაფერი გააკეთა, ამიტომ ვერ შეძლეს ამ პუნქტების ჩამოწერა. ჩვენ შეგვეძლო პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც იყო 100-პროცენტიანი. სადაც კი იყო პრინციპული პოზიცია დასაფიქსირებელი პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ყველგან დავაფიქსირეთ. მეორე იყო ჰუმანიტარული მხარდაჭერა. რაც შეეხება სხვა შესაძლო მხარდაჭერას, რაზეც კასიანოვმა ისაუბრა დღეს, ყველაფერს მივყავართ ომამდე. საპარლამენტო ოპოზიციიდან ერთ-ერთ პარტიას წამოსცდა, რომ იარაღი უნდა მიგვეწოდებინაო. „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთმა ლიდერმა დაპოსტა ეს. ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინისთვის, არის ის, რომ არ ჩავერთეთ სამხედრო კონფლიქტში. შეიარაღების მიწოდება ამას ნიშნავს და ერთადერთი ეს არ გავაკეთეთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge