png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია - კელი დეგნანი

  • კომენტარები
  • 21.07.2022
  • 19:44
არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია - კელი დეგნანი

მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2,5 წლის განმავლობაში, ყველა შეხვედრისას მე ყოველთვის ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში, საქართველოს მთავრობასთან მუშაობის სურვილში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის, არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ.

კელი დეგნანის თქმით, მისთვის გასაკვირია, რატომ აკეთებს დეპუტატი ამგვარ განცხადებას, რომელიც არაფერს ეფუძნება.

„როდესაც ამის შესახებ სამშაბათს მკითხეს, არ მქონდა წაკითხული კომენტარები. არ მიყვარს კომენტარის გაკეთება მაშინ, როდესაც ფაქტები არ მესმის, ზოგიერთისგან განსხვავებით, ვისაც მოსწონთ კომენტარების კეთება ინსინუაციებზე, სპეკულაციებსა და ჭორებზე დაყრდნობით, თუმცა ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია. საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ყველა შეხვედრისას მე ყოველთვის ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში და საქართველოს მთავრობასთან მუშაობის სურვილში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება, რაც მარტიცია, მე ვარ დიპლომატი და შესაბამისად, ამას შეუარცხყოფად არ მივიღებ, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ არის სიმართლე. უნდა ვთქვა, რომ ცოტა მიკვირს, რატომ აკეთებს ეს დეპუტატი ამ განცხადებას, რომელიც არაფერს ეფუძნება, ვინაიდან მე მას არ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ის არ მონაწილეობდა ბატონ ივანიშვილთან რომელიმე ჩემს შეხვედრაში. ასე რომ, მე ცოტა გაკვრივებული ვარ მისი მოტივით ამ განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს განაცხადა: „იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge