png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აზერბაიჯანში ჩადის ურსულა ფონ დერ ლაიენი, სადაც საუბარია ნავთობითა და გაზით ევროპის მომარაგებაზე, ღარიბაშვილი მიდის უზბეკეთში და ფონ დერ ლაიენს წერს წერილს, როგორი კარგია ივანიშვილი - გვარამია

  • კომენტარები
  • 19.07.2022
  • 15:10
აზერბაიჯანში ჩადის  ურსულა ფონ დერ ლაიენი, სადაც საუბარია ნავთობითა და გაზით ევროპის მომარაგებაზე,  ღარიბაშვილი მიდის უზბეკეთში და  ფონ დერ ლაიენს წერს წერილს, როგორი კარგია ივანიშვილი - გვარამია

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა მოკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" სამარცხვინო, საშინელი შინაარსის წერილებს, დაცინვით უყურებენ საერთაშორისო აქტორები და "გოიმურ, ეპისტოლარულ წერილებს" არც კი კითხულობენ.

ნიკა გარამია გამოეხმაურა მოვლენას, როდესაც, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში ჩავიდა და პრეზიდენტს ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე ესაუბრა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ დროს საქართველოს მთავრობის მეთაურიუზბეკეთში წავიდა და საკუთარი ოლიგარქის ქება-დიდებით იყო დაკავებული.

"ქართული ოცნება არის გოიმობა და დასაცინი არის საერთაშორისო აქტორების მიერაც. ასეთი არცერთ ხელისუფლებას არ მოსვლია ნამდვილად. საერთაშორისო აქტორები ყოფილან გაბრაზებულები, გაცეცხლებულები შევარდნაძეზეც, სააკაშვილზეც, ყველაზე, მაგრამ დამცინავი თან პირდაპირ, დაუფარავად, საჯაროდ დამცინავი, არასდროს არ ყოფილა. და ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ აქამდე მივიყვანეთ საერთაშორისო აქტორები, რომლებიც ღიად ამბობენ უკვე, რომ თქვენს წერილებსაც კი არ ვკითხულობთ, თქვენს ნათქვამსაც კი არ ვუსმენთ, საერთოდ არ მიგვაჩნიხართ არაფრად. იმიტომ, რომ სამარცხვინოა ის, რასაც აკეთებთ, ეს არ არის პოლიტიკა და ეს ასეა, ნამდვილად. ნამდვილად ასეა.

აზერბაიჯანში გუშინ იყო ჩამოსული ურსულა ფონ დერ ლაიენი და საუბარი იყო ნავთობითა და გაზით ევროპის მომარაგებაზე. რუსეთის ალტერნატივაზე. საქართველოს პრემიერი, რომლისგანაც 600 კილომეტრში წყდება საკაცობრიო მნიშვნელობის ამბავი, სადაც საქართველო შეიძლება, იყოს უმნიშვნელოვანესი, სადაც საქართველომ შეიძლება, იპოვოს თავისი ისტორიული ფუნქცია 600 კილომეტრის მანძილზე არც კი მიდის. მიდის უზბეკეთში და ურსულა ფონ დერ ლაიენს წერს წერილს, როგორი კარგია ბიძინა ივანიშვილი. ეხლა ამას დასცინებენ, აბა რას იზამენ? დასცინებენ თავისთავად ცხადია. სხვა რა რეაქცია შეიძლება, ჰქონდეს? თან ორჯერ უფრო მეტად დასცინებენ იმიტომ, რომ ამითი ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არ მართავს. ამ დროს უარყოფის პარადოქსია ჩვეულებრივი. უარყოფ იმას, რაც რეალობაშია და ამ უარყოფით უბრალოდ ადასტურებ ამ რეალობას.

მერე ეს გოიმური ეპისტოლარული ჟანრი. სამარცხვინო, საშინელი შინაარსის წერილები, გინდა სტილისტურად, გინდა შინაარსობრივად, ან ვინ წერს, ან რას წერს, ან ვის სწერს? შეუძლებელია ამას სხვანაირად უყურებდნენ თუ არა დაცინვით და უყურებენ კიდეც შიგნითაც და გარეთაც"- ამბობს ნიკა გვარამია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge