png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავინახე, როგორ ამოდეს იარაღი ლეიბის ქვეშ - გოგაშვილის ცოლი

  • კომენტარები
  • 16.07.2022
  • 15:41
დავინახე, როგორ ამოდეს იარაღი ლეიბის ქვეშ - გოგაშვილის ცოლი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ცოლი თეა მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა გოგაშვილს იარაღი ჩაუდეს.

ინფორმაციით, გოგაშვილი 3 მუხლით არის დაკავებული, მათ შორის არის სსკ-ის 236-ე მუხლი და 157-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 157-ე მუხლი კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ითვალისწინებს.

"შევარდნენ ოთახში, ამ დროს მივყვებოდი, რას აკეთებთ-მეთქი, ჩემი თვალით დავინახე, ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი. გამოხსნეს კარადა და კალაშნიკოვი [დადეს] როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს 2 იარაღი უკანონო ჰქონდა?! შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემ მომკიდა ხელები, დაუძახა ბიჭებს, აქ რა უნდა, რატომ ამოიყვანეთო. ხელები მტკივა". - ამბობს ის.

მისივე ინფორმაციით გოგაშვილს აქვს დაზიანება ბეჭზე, რომელიც დაკავებისას მიიღო, ასევე, "მარჯვენა ლოყა აქვს დასიებული".

მარტყოფლიშვილის ცნობით, სახლიდან ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი და ტექნიკა, ასევე, დისკები, მეხსიერების ბარათები, ლეპტოპი და წერილობითი დოკუმენტი, "ვის ხვდებოდა" სოსო გოგაშვილი.

გუშინ, 15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს.

დაკავებიდან 15 საათის შემდეგ სოსო გოგაშვილი სოსო გოგაშვილი თავისი სახლიდან ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს.

ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით არ განუმარტავთ, რა მუხლით არის დაკავებული სოსო გოგაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს მხოლოდ ის თქვეს, რომ დაკავება "არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge