png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს უსაფრთხოებისთვის ამერიკასთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამ ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ - მაკა ბოჭორიშვილი

  • კომენტარები
  • 30.06.2022
  • 14:54
საქართველოს უსაფრთხოებისთვის ამერიკასთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამ ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის ამერიკასთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამ ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ, - ამის შესახებ განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

"ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები. გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ამ ვითარებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის სათანადოდ წარმართვა. ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკასთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამ ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ.

თუ ვინ არის ჩვენი, საქართველოსთვის საფრთხის შემქმნელი, ჩვენ ამას 30 წელიწადია, ვუყურებთ. ამ რეალობაში ყოველდღიურად ვცხოვრობთ და ყველა ქართველს კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული და გააზრებული, რა საფრთხეებს უყურებს ქვეყანა. ეს ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ჩვენმა მშობლებმა გამოსცადეს და ძალიან არ გვინდა, ჩვენმა შვილებმაც იგივე გამოსცადონ. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და სიფრთხილით ვეკიდებით იმ​ უსაფრთხოების გარემოს, რაც რეგიონშია შექმნილი. ვფრთხილობთ, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს კიდევ ერთხელ ოკუპაციის მსხვერპლი, რუსული აგრესიის, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ჯერ კიდევ ვუყურებთ ოკუპირებულ რეგიონებში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge