png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეს არის ერთგვარი უზურპაცია ძალაუფლების - სოზარ სუბარი პრეზიდენტზე

  • კომენტარები
  • 30.06.2022
  • 00:10
 ეს არის ერთგვარი უზურპაცია ძალაუფლების - სოზარ სუბარი პრეზიდენტზე

საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი, რომელმაც გუშინ "ქართული ოცნების" რიგები დატოვა, რათა მისი თქმით, საზოგადოების ინფორმირება დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში მოეხდინა, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს.

ტელეარხ "იმედის" ეთერში საუბრისას, სოზარ სუბარმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ინიაციტივით დანიშნა სხდომა პარლამენტში, რაც ძალაუფლების უზურპაციაა.

"პირველივე ჯერზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მოდიოდა სწორედ ამ გზავნილით და პარლამენტში უნდა გაეჟღერებინა, თვითმფრინავიდან დაიწყეს რეკვა და თვითმფრინავიდან დანიშნეს სხდომა.

მესიჯი გაუგზავნეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც ჰქონდა შეხვედრა . მისწერა, ახლა ამაზე ვერ ვილაპარაკებთ შეხვედრა მაქვს, მოვრჩები და შეგეხმიანებით. პრეზიდენტი ზის თვითმფრინავში და ცოტა ხანში პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მეორე მესიჯს, რომ სხდომა არის დანიშნული. რა ჰქვია ახლა ამას? ეს არის ერთგვარი უზურპაციაც კი ძალაუფლების, რადგან პრეზიდენტს არ აქვს უფლება დანიშნოს სხდომა. პარლამენტის წინაშე მოხსენება ნიშნავს, რომ პარლამენტი გიწვევს. მინიმუმ შეთანხმებით ხდება. ორი კონსტიტუციური უწყებაა. თვითმფრინავიდან დანიშნა სხდომა, რაღაცა სასწრაფო მაქვს სათქმელი, ისეთი, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ ვერ იტყვის, ევროპაში მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრებიო. როდესაც მოვიდა ერთი კვირის შემდეგ, არცერთი სიტყვა არ უთქვამს იმ ევროპულ შეხვედრებზე. სრულიად სხვაგან წაიყვანა თემა იმიტომ, რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი. არაფერი არ იყო საჩქარო. გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიიღო შეთავაზება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი სავარაუდოდ გულისხმობს პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების წარდგენას, რომელიც თავდაპირველად, პრეზიდენტის სურვილით 5 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა მაშინ პარლამენტის ბიურომ უარი თქვა პრეზიდენტის შეთავაზებულ თარიღზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge