png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნატო-ს დეკლარაციაში, პირველად 2008 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საოკუპაციო ძალების გაყვანის საკითხი აღარ არის მოხსენიებული, აღარაფერს ვამბობ ღია კარის პოლიტიკის გამეორებაზე - თეონა აქუბარდია

  • კომენტარები
  • 29.06.2022
  • 23:02
ნატო-ს დეკლარაციაში, პირველად 2008 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საოკუპაციო ძალების გაყვანის საკითხი აღარ არის მოხსენიებული, აღარაფერს ვამბობ ღია კარის პოლიტიკის გამეორებაზე - თეონა აქუბარდია

ნატოს დეკლარაციაში პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აღარ არის მოხსენიებული ტექსტში, არც რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანის საკითხი, აღარაფერს ვამბობ საქართველოსთვის ღია კარის პოლიტიკის გამეორებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს.

"პრემიერის პარლამენტში ჩემს კითხვაზე განცხადება ნატოში წევრობის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის შემდეგ, რაც კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი უნდა ყოფილიყო მთავრობის პოლიტიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ სვლის, აისახა ნატოს დეკლარაციაში.

ნატოს დეკლარაციაში პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აღარ არის მოხსენიებული ტექსტში, არც რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანის საკითხი, აღარაფერს ვამბობ საქართველოსთვის ღია კარის პოლიტიკის გამეორებაზე... პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა კარგია, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციით სურს ნატოს წევრობა და არის ასპირანტი სტატუსის მატარებელი მოლდოვასთან განსხვავებით.
შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კომუნიკეს ეს ტექსტი არის სრულიად ამ ხელისუფლების და პრემიერის პასუხისმგებლობა.

ის ფაქტი, რომ ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გამეორებულია უკრაინის და საქართველოს მისამართით არის ნატოს ხედვა. ამიტომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს ნატოში გაწევრიანების გზაზე.
ესეც დეკლარაციის ჩანაწერი, სადაც წერია, რომ ევროპაში უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ნატომ გადაწყვიტა ახალი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაუწიოს პარტნიორებს ბოსნია ჰერცოგივინას, საქართველოს და მოლდოვას", - წერს თეონა აქუბარდია.

შეგახსენებთ, ნატო-ს მადრიდის სამიტის ბოლოს მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დეკლარაციის მიხედვით, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge