png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ზელენსკის მილიარდნახევარი აქვს ანგარიშზე, პოროშენკო მილიარდერი იყო და რა, ოლიგარქია? - კახიშვილი

  • კომენტარები
  • 25.06.2022
  • 23:42
ზელენსკის მილიარდნახევარი აქვს ანგარიშზე, პოროშენკო მილიარდერი იყო და რა, ოლიგარქია? - კახიშვილი

სამი ქვეყნის [უკრაინა, მოლდოვა, საქართველო] მიმართ არის ასეთი მოთხოვნა, დეოლიგარქიზაციის და თუ ჩვენ დავითვლით რეალური ოლიგარქების რაოდენობას ამ სამ ქვეყანაში, მინდა გითხრათ, რომ საქართველო მგონი, ბოლო ადგილზე იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ე.წ. დამცველები, რომლებიც ერთი მხრივ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობენ, მეორე მხრივ უპრაგონოდ სხვადასხვა იარლიყს აწებებენ ადამიანებს ისე, რომ არც არიან საქმის კურსში.

„რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? იმიტომ რომ ფული აქვს და ხელისუფლებაში მოვიდა? იყო პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე და რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენა. ასე, ბატონ ზელენსკის მილიარდნახევარი აქვს ანგარიშზე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ბიზნესი ჰქონდა და ახლა პრეზიდენტია. პოროშენკო მილიარდერი იყო სანამ ხელისუფლებაში მოვიდა და რა, ოლიგარქია? არც ერთია ოლიგარქი, არც - მეორე და არც ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქი. მათ აქვთ დეკლარირებული შემოსავლები და დეკლარირებული ფულით მოვიდნენ. მე მიკვირს ადამიანის უფლებათა ე.წ. დამცველების, რომლებიც ერთი მხრივ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობენ და მეორე მხრივ ასე უპრაგონოდ სხვადასხვა იარლიყს აწებებენ ადამიანებს ისე, რომ არც არიან საქმის კურსში.

დიახ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კანონზე და ასეთი კანონი მოქმედებს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა მათი კლუბის წევრობა, ჩვენ უნდა დავიცვათ თამაშის ის წესები, რაც მათთან არის. ისინი აკეთებენ პრევენციას, რომ ქვეყანას, რომელიც შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი, არ იმართებოდეს ისეთი ჯგუფების მიერ, რომლებიც კორუფციული გზით მდიდრდებიან და შემდგომში გავლენას ახდენენ ხელისუფლებაზე. ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიცია მიიღებს ამ კანონპროექტის ფორმირებაში მონაწილეობას“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge