png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე ვეტოზე

  • კომენტარები
  • 23.06.2022
  • 14:43
აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე ვეტოზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "აბსოლუტურად გაუგებარს" უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "ფარული მოსმენების" კანონზე ვეტოს დადების შესახებ.

კობახიძის განცხადებით, ვეტო სამართლებრივად დაუსაბუთებელი იქნება და მას პარლამენტი დაძლევს.

"ჩვენ დავიწყეთ ამ კანონპროექტის განხილვა დაახლოებით სამი თვის წინ, იყო ჩვეულებრივი მსჯელობა. ამის შემდეგ უცხოელი პარტნიორებისგან იყო თხოვნა ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით, რაც გავითვალისწინეთ და კიდევ დამატებით ორი კვირა მივეცით ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ენჯეოებს, უცხოელ პარტნიორებს, რომ წარმოედგინათ საკუთარი შენიშვნები და კომენტარები. არც ერთ კომენტარი არ იქნა წარმოდგენილი ამ კანონპროექტზე. უფრო მეტიც, მეორე მოსმენა როცა გაიმართა პარლამენტში, არც ერთი გამოსვლა არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, არც ერთი კითხვა არ დასმულა. როდესაც კანონპროექტის განხილვა გრძელდება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერცერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში იღებ კანონპროექტს, რომელიც არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან. ამის შემდეგ კიდევ ვეტოს ადებენ, ძალიან მაინტერესებს, რა წერია ამ ვეტოში. ვერაფერი ეწერება სამართლებრივი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება.

პარლამენტს ევალება კიდევ ერთხელ განიხილოს ჯერ პრეზიდენტის შენიშვნები და შემდეგ პირვანდელი კანონპროექტი. ჩვენი ვალია, რომ შენიშვნებს გავეცნოთ, ხომ არ არის რაიმე სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი პრეზიდენტის დოკუმენტში. ეს არის ჩვენი ვალი. თუ დავრწმუნდებით, რომ არაფერი სამართლებრივი შენიშვნა რეალურად პრეზიდენტს არ აქვს, ვეტო იქნება დაძლეული", - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge