png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო არ ჩაერთო სანქციებში და ომში - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 22.06.2022
  • 19:23
კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო არ ჩაერთო სანქციებში და ომში - კახა კალაძე

კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო არ ჩაერთო სანქციებში და ომში - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს იმსახურებდა, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატობის სტატუსი. მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს – საქართველო იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს? ის რეფორმები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ, იყო წარმატებული. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება – ეს ყველაფერი გააკეთა მმართველმა გუნდმა, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო “, საზოგადოებასთან ერთად. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კანდიდატობის სტატუსი მივიღოთ. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს, მაგრამ დაისაჯა. სამ ქვეყანას შორის წარმატებული იყო ყველა ასპექტში, ყველა რეფორმით, თუმცა გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ვაძლევთ სტატუსს, რადგან ის ახლა ომშია ჩართული. ჩვენ ხომ ვიცით იმიტომ არ გვანიჭებენ სტატუსს, რომ სანქციებში და ომში არ ჩავერთეთ. თან გვეუბნებიან, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს. 30 წელია ვიბრძვით, რათა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ და ახლა გაიგეს როგორი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა საქართველოში?", – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge