png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გველოდება რთული ექვსი თვე. უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება - გიორგი ქადაგიძე

  • კომენტარები
  • 20.06.2022
  • 21:40
გველოდება რთული ექვსი თვე. უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება - გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და 20 ივნისის აქციის ერთ-ერთი სიტყვით გამომსვლელი ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მან პარლამენტის წინ ტრიბუნიდან თქვა, რომ მომდევნო ექვსი თვე, ის პერიოდი, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატისთვის მიცემული მითითებების შესრულება მოუწევს, რთული იქნება.

"ძვირფასებო, ჩვენ გველოდება ძალიან რთული ექვსი თვე. ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც ან ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში. ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც ჩვენ უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა და მივუბრუნდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვუთხრათ მათ, რომ საქართველო არის ღირსი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ საქართველომ შეასრულა მათი მთავარი გზავნილი - "საქართველო ოლიგარქის გარეშე".

ეს ხალხის სიმრავლე მიუთითებს ერთ რამეს, ხელისუფლებას აღარ ესმის ხალხის ხმა. როდესაც ხელისუფლებას აღარ ესმის ხალხის ხმა, როდესაც ხელისუფლება დგას კონსტიტუციაზე მაღლა, ის კარგავს ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაცია გადადის საპროტესტო აქციებში, ლეგიტიმაცია გადადის ხალხში. ლეგიტიმაცია არის დღეს აქ", - თქვა გიორგი ქადაგიძემ.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს. დღეს, 20 ივნისს, აქცია „გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე იმართება. მისი მიზანი ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა.

ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციას რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge