png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მისასალმებელია, რომ ევროპული პერსპექტივა ოფიციალურ დოკუმენტაციაში პირველად ჩაიწერა - კალაძე

  • კომენტარები
  • 20.06.2022
  • 16:33
მისასალმებელია, რომ ევროპული პერსპექტივა ოფიციალურ დოკუმენტაციაში პირველად ჩაიწერა - კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკომისიის გადაწყვეტილება მედიასთან საუბრისას შეაფასა.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობა მუშაობას დაიწყებს.

"მისასალმებელია ის, რომ პირველად ისტორიაში, ოფიციალურ დოკუმენტაციაში ევროპული პერსპექტივა ჩაიწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას 23 ივნისს ექნება მხარდაჭერა. რაც შეეხება დათქმებს, რაც სამივე ქვეყანას მოგვენიჭა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მის შესასრულებლად", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა ევროპული მიმართულებით ქვეყნის წარმატების მისაღწევად.

"საქართველოს ხელისუფლებამ, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველაფერი გააკეთა. ყველა წარმატება, რაც დღეს ქვეყანას ევროპის მიმართულებით გააჩნია - ეს იქნება ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია თუ თავისუფალი ვაჭრობა, არის იმ ხელისუფლების გაკეთებული, საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას - ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წინ არის. საქართველოს უკან არასდროს არაფერში დაუხევია. თუნდაც ავიღოთ საერთაშორისო მისიები - ჩვენ ხომ ვიცით, რამხელა მსხვერპლი გავიღეთ, უამრავი დაღუპული ახალგაზრდა, ჩვენი ჯარისკაცები შეეწირნენ იმას, რომ მსოფლიოში ყოფილიყო მშვიდობა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა უკრაინასა და მოლდოვას მიულოცა კანდიდატის სტატუსის მიღება და წარმატებები უსურვა.

"სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები. მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში, ომის გამო იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, გულწრფელად მინდა უკრაინელ და მოლდოველ ხალხს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო", - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge