png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 20.06.2022
  • 15:01
ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, დღეს დაგეგმილი აქცია „შინ ევროპისკენ“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

„ეს აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ყველაფერს პირდაპირ უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ხალხი ყველაფერს ხვდება. თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს, ძალიან ცდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება პოლარიზაციის დასრულებას, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ეს ცალმხრივად ვერ მოხდება-ხელისუფლება ამისთვის მზადაა, თუმცა ოპოზიცია კვლავ აქციებს აანონსებს.

„მე იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში, შესაძლებელია დეპოლარიზაცია მოხდეს. ცხადია, ყველა ოპოზიციურ პარტიაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ დიდი ნაწილი არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი, რომელთა მთავარი ამოცანაა, როგორ შეაფერხონ ჩვენი ქვეყანის წინსვლა და განვითარება. თუმცა ჩვენ, ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ამის შესაძლებლობა არავის უნდა მივცეთ. რა თქმა უნდა, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა და ზოგიერთმა ლიდერმა, ვისაც ნამდვილად აქვს ქვეყნის განვითარების სურვილი, ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ დეპოლარიზაციისთვის. ქვეყნის წარმატება მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. პოლარიზაციის დასრულება ცალმხრივად ვერ მოხდება. ხელისუფლება მზად არის, რომ დაასრულოს პოლარიზაცია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და ოპოზიციის მხრიდანაც უნდა გადაიდგეს ნაბიჯები. თუმცა ჩვენ ვხედავთ მათ განცხადებებს, დაანონსებულ აქციებს ხელისუფლების დასამხობად, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ხელისუფლების ცვლილებები ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება. ვინც შეეცდება არაკანონიერი გზით რევოლუცია განახორციელოს, ამას კანონის ფარგლებში რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge