png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი - კობახიძე

  • კომენტარები
  • 16.06.2022
  • 23:37
ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი - კობახიძე

300-კაციანი აქცია არის სრულად აცდენილი იმ რეალობას, რაც საქართველოშია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ რაც ვთქვით, ის გამართლდა, აქცია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოში მხარს უჭერს მოსახლეობის 85 პროცენტი და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები. როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ, ვიღაცას უნდა შეეკითხო. ელემენტარულად, ტექნიკური მხარეც რომ ავიღოთ, ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. ინიციატორის მხრიდან ასეთი გაფრთხილება თუ არ შედის, მერია ასეთ ზომას თვითონ ვერ მიიღებს, ხომ?! არც მოძრაობა იყო შეზღუდული და ხალხიც არ იყო მისული. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ინიციატივა აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და პირიქით, კონტრპროდუქციული იქნებოდა, ეს ახდა და ასეთ ინიციატივაში ჩვენ, ბუნებრივია, ვერ მივიღებდით მონაწილეობას. 300-კაციანი აქცია ეს არის სრულად აცდენილი იმ რეალობას, რაც საქართველოშია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი არ უჯერებს ხოლმე მმართველ გუნდს და შემდეგ, ეს ყველაფერი მას თვითონ უბრუნდება ცუდად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge