png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი

  • კომენტარები
  • 16.06.2022
  • 20:06
საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი

დღეს ევროპის მოედანზე ვარ არა როგორც პრეზიდენტი, არამედ ერთი მოქალაქე, რომელსაც სწამს, რომ საქართველოს ევროპის გარდა სხვა მომავალი არ აქვს, - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბიშვილი თქმით, მისი მიზანი იყო, ევროპის მოედანზე დღევანდელი შეკრება არ ყოფილიყო პარტიული შეხვედრა. მისივე თქმით, ევროპის მოედანზე შეკრებილი არიან მოქალაქეები, რომლებსაც სურთ, დღეს გამოხატონ, რომ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში.

„ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად, ჩემი მიზანი და არჩევანი იყო, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ არიან მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, დღეს გამოხატონ, რომ ჩვენ გვჯერა, საქართველოს ბედი, საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის წყნარად. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის არ აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათაშორის, თქვენთვის შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსული და რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. მე ვარ ერთი რიგითი, არ ვარ აქ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა, აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ და დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი – მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე, ვიდრე შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან და შემდგომ თუ საჭირო გახდა, სხვა ადგილიდანაც, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს თქვენი შვილებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge