png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თუ დადგა აუცილებლობა, რომ დასახელდეს, ვის უნდა ქვეყნის ომში ჩართვა, პრემიერ-მინისტრმაც და პარტიის თავმჯდომარემაც განაცხადეს, რომ ამ სახელებს დაასახელებენ - დავითულიანი

  • კომენტარები
  • 14.06.2022
  • 13:57
თუ დადგა აუცილებლობა, რომ დასახელდეს, ვის უნდა ქვეყნის ომში ჩართვა, პრემიერ-მინისტრმაც და პარტიის თავმჯდომარემაც განაცხადეს, რომ ამ სახელებს დაასახელებენ - დავითულიანი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაში მთლიანად ემთხვევა მოსახლეობის განწყობებს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი. მისი განმარტებით, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები პარტნიორ ქვეყნებში დაინტერესებულნი იყვნენ, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნით შეეშველოს უკრაინას ომში. დავითულიანმა აღნიშნული განცხადებები „გორბის“ კვლევის და საქართველოში აშშ- ის ელჩის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

„ცდომილების მარჟა კვლევაში წერია და ეს არის 3 პროცენტი. შესაბამისად, რელევანტურია ეს კვლევა. რაც შეეხება მის შინაარსს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაში მთლიანად ემთხვევა მოსახლეობის განწყობებს. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხს, თუ ვინ შეადგინა კითხვები - თემატიკას რასაკვირველია, დამკვეთი ეუბნება, რა თემატიკა აინტერესებს, ხოლო კითხვების ფორმულირებას აკეთებს კვლევითი ჯგუფი. ეს „ქართული ოცნების“ „მესიჯბოქსი“ კი არ არის, ეს არის მოსახლეობის განწყობა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს და მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ მოსმენილი გვაქვს არაერთგზის უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ. გუშინ ერთ- ერთი მნიშვნელოვანი დიპლომატის განცხადება იყო, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, რომ თითქოს ვინმე საქართველოს ომს სთხოვს. ღმერთმა არ ქნას და მე იმედი მაქვს, ეს ცხადად და ღიად არასდროს მოხდება და შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში დაინტერესებულნი იყვნენ, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნით შეეშველოს უკრაინას ომში, შეიძლება, თუმცა, ამას ჩვენ არ და ვერ დავუშვებთ. რაც შეეხება იმ ამბავს, რომ გუშინ გააკეთეს შეფასება, თითქოსდა ეს რუსული პროპაგანდაა, თუ ეს რუსული პროპაგანდაა, რა გამოდის, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები რუსულ პროპაგანდას ღიად აცხადებენ და მიყვებიან? არ ვიცი, სად არის ლოგიკა აქ. კონკრეტულად ორი უკრაინელი მაღალჩინოსანი გამოვიდა და ეს განაცხადეს, ევროპარლამენტიდან ეს ღიად არავის უთქვამს, რაღაც პირობებში თუ დადგა ამ საკითხის აუცილებლობა, რომ დასახელდეს სახელები და გვარები, ვის უნდა ქვეყნის ომში ჩართვა, პრემიერ-მინისტრმაც და პარტიის თავმჯდომარემაც განაცხადეს, რომ ამ სახელებს დაასახელებენ,“ - განაცხადა დავითულიანმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge