png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის - სალომე ზურაბიშვილი

  • კომენტარები
  • 08.06.2022
  • 15:16
ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის - სალომე ზურაბიშვილი

ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის, - განაცხადა იტალიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "პირველი არხის" ჟურნალისტის საპასუხოდ, რომელიც მთავრობის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელს შეეხებოდა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს, იტალიაში საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება.

"შეიძლება მომავალ კვირას, შეიძლება ხვალვე, არ ვიცი ზუსტად როდის, წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის. ამ ყველაფერზე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ამის დრო მოვა, როცა ვიქნები თბილისში და არა მაშინ, როცა ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. ეს გზა თუ გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ [პრეზიდენტსა და მთავრობას შორის] უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" მესვეურების განცხადებით, პრეზიდენტი ხელს უშლის ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლებაში. მათი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება ელჩების დანიშვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიმბოლურია და მან მთავრობის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს.

ამავდროულად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონკრეტულად ისაუბრა იმ ელჩების თაობაზე, რომელთა დაკავშირებითაც პრეზიდენტს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. მისი თქმით, მთავრობამ პრეზიდენტს გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის კანდიდატურა შესთავაზა, ხოლო კანადაში კახა იმნაძისა, რომელიც ჯერ კიდევ გაეროში ელჩის თანამდებობას იკავებს. კობახიძის თქმით, იმნაძე ვადაზე ადრე უნდა გათავისუფლებულიყო ამ პოზიციიდან და გადაეყვანათ კანადაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge