png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

"გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ პოსტ-საბჭოთა ჭაობში" - მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს მიმართავს

  • პოლიტიკა
  • 07.06.2022
  • 19:25
"გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ პოსტ-საბჭოთა ჭაობში" - მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს.

"დღეს მე წარმოვადგენ როგორც პრეზიდენტ ზელენსკის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეს, ისე ადამიანს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დემოკრატიულ და ევრო-ატლანტიკურ სვლას.

ასე რომ, მე დღეს ვარ უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსი. დღეს ჩემი მეორე სამშობლო, უკრაინა იბრძვის ყოველი ჩვენგანისთვის.

ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინელების გვერდით და ბევრმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე ამ ბრძოლას, თავისუფლებისთვის.

იმ დროიდან, როდესაც ევროსაბჭოში სტაჟირებაზე პოლონელებთან ერთად ჩავედი სტრასბურგში, ვცდილობდი გავმხდარიყავი ევროპული ინსტიტუტების ნაწილი.

ახლა უსამართლოდ ვარ პატიმრობაში, მაგრამ ჩემს ორივე სამშობლოს - უკრაინას და საქართველოს აქვთ შანსი, გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები.

ეს არის ჩვენი ორი ქრისტიანული, თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის საუკუნოვანი ოცნება.

ეს უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება. თუმცა, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი პრეზიდენტი ზელენსკი სრულად იმსახურებს ამას, მაგრამ საქართველოს შემთხვევაშიც, კანდიდატის სტატუსი უნდა იქნას მინიჭებული ახლა და ორჭოფობის გარეშე, რადგან ეს სტატუსი იქნება ტრანსფორმაციული ძალა და ინსტრუმენტი ცვლილებებისთვის.

ჩვენ კი გვჭირდება ცვლილებები.

გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ პოსტ-საბჭოთა ჭაობში და სიბნელეში რკინის ფარდის მეორე მხარეს. ახლა არ არის დეტალების დრო, თუნდაც ეს მოიცავდეს ჩემს ტყვეობას და ჩემი ჯანმრთელობის საფრთხეს. ეს უკანასკნელი არაფერია იმ უდიდეს ისტორიულ გამოწვევასთან და პირობასთან შედარებით, რომელსაც მივუძღვენი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge