png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

იმედია, კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, რათა ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, გაატაროს ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმები - ოქრიაშვილი

  • კომენტარები
  • 07.06.2022
  • 14:37
იმედია, კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, რათა ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, გაატაროს ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმები - ოქრიაშვილი

იმედი მაქვს, ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის დემოკრატიზაციის რეგრესის მიუხედავად, რათა ჩვენ ერთად, ოპოზიციამ და საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, გაატაროს ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმები, - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა.

ბატონმა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, ახალი მესიჯბოქსი შემოგვთავაზა საზოგადოებას: თურმე, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობა შევასრულეთ და ხელს მარტო ნაციონალური მოძრაობა გვიშლის. გამოდის, ნაციონალურ მოძრაობას იმხელა გავლენა აქვს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაზე, რომ შეუძლია ჩვენი წევრობა დაბლოკოს, ან პროცესი დადებითად გადაწყვიტოს.

ამ ლოგიკით, რაში გვჭირდება „ოცნება“, თუ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ევროკავშირის წევრი გაგვხადოს, თანაც ავტომატურად, ერთი ზარით?!

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, ცუდად ხართ მომზადებულებიო და ევროკავშირის წევრობის გზაზე ნაკისრ დემოკრატიულ რეფორმებს არ ატარებთო. ივანიშვილი კი პასუხობს, რომ ყველა პირობა შესრულებული აქვს. აქედან დასკვნა - არც აპირებენ არაფრის შესრულებას და თავს ხან მოლდოვას, ხან უკრაინას და ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის წარსულს ადარებენ.

ჩვენ კი, საზოგადოება მათ ყოფილ სოციალისტურ და ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვადარებთ - ესტონეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს. შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის არასახარბიელოა.

ეკონომიკასთან დაკავშირებით: ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ უპრეცედენტო ზრდა გვაქვს. 2012 წლიდან, 2,6 %-დან 4,5 %-მდე გვქონდა ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია იყო 3 % -ის ფარგლებში და ეს იმას ნიშნავს, რომ ნულთან ახლოს ვიყავით. ეს ზრდაც არ გვექნებოდა, რომ არა ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად გადმორიცხული 2,5 მლრდ დოლარი და საგარეო სესხებით უზრუნველყოფილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

მსოფლიო ბანკი თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს გაიზრდება 2,5 %-ით , ინფლაცია 8 %-ზე მეტია, ე.ი. გავდივართ მინუს 5 %-ში. აი, ეს არის რეალური სურათი. ახლა ხომ გასაგებია, რატომ დაიწყო „ოცნებამ“ ერეკლე მეფეზე საუბარი?! ისიც ხომ გასაგებია, რატომ დაიწყეს 2020-ში კარტოგრაფების საქმე?! „ოცნებას“ სურს, ხალხი ვირტუალურ სივრცეში აცხოვროს!

ნათელია, რომ „ოცნებას“ ხალხი მართლა უტვინო ბრბო ჰგონია და ყოველი ასეთი განცხადებით შეურაცხყოფას გვაყენებს.

იმედი მაქვს, ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის დემოკრატიზაციის რეგრესის მიუხედავად, რათა ჩვენ ერთად, ოპოზიციამ და საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, გაატაროს ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმები.

არ მსურს, გამოსვლა პესიმისტურ ნოტაზე დავასრულო - ნებისმიერ დაღმასვლას აღმასვლა მოჰყვება, ეს დიალექტიკის კანონია. ის ისეთივე ზუსტია, როგორც ნებისმიერი ფიზიკა-მათემატიკური კანონი.

ასე რომ, მალე დავემშვიდობებით „ოცნებას“ და როგორ?! - ამას შემდეგ გამოსვლაში გიამბობთ", - თქვა ოქრიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge