png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სინამდვილეში ერეკლე მეორის კრიტიკა კი არ არის ირაკლი კობახიძის პრობლემა, "ქართული ოცნების" მეფე, ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა - ხათუნა სამნიძე

  • კომენტარები
  • 07.06.2022
  • 14:19
სინამდვილეში ერეკლე მეორის კრიტიკა კი არ არის ირაკლი კობახიძის პრობლემა, "ქართული ოცნების" მეფე, ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა - ხათუნა სამნიძე

სინამდვილეში მეფის კრიტიკა და ერეკლე მეორის კრიტიკა კი არ არის ირაკლი კობახიძის პრობლემა, ქართული ოცნების მეფე მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ "აქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ თქვა.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ მან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბროს, ის მოძალადე ჯგუფებს მწვანე შუქს უნთებს, რომ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს თავს დაესხან.

"გვესმის მისგან [ირაკლი კობახიძისგან] წახალისება ძალადობის, რომელსაც აქვს ადგილი ქვეყანაში და ამ წახალისებასთან ერთად მოწოდება, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე ვინც არ ეთანხმება, რომელიმე პოლიტიკოსს, მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება არც დასჯილი, პირიქით. თურმე ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე და სინამდვილეში მეფის კრიტიკა და ერეკლე მეორის კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, ქართული ოცნების მეფე მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა", - თქვა ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველოს იდენტობას სწორედ ირაკლი კობახიძე ებრძვის, რადგანაც არ საუბრობს რეალურ პრობლემებზე და ცდილობს, საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს.

"არაფრის გამო. ფსევდოპატრიოტიზმის გამო. ძალადობა არის თქვენი მთავარი დნმ თქვენს პარტიაში. აი, ამის გამო. მაგრამ ამის საშუალება არ მოგცემთ საზოგადოება. გუშინ პირველად მითხრა ჩემმა შვილმა, გარეთ საღამოს მარტო ნუ გახვალო. აი, ამ სიტყვების გამო მარტო, არ გაპატიებთ არც ერთ შემთხვევაში, როდესაც მოძალადეებს მოუწოდებთ და წაახალისებთ ძალადობას", - თქვა სამნიძემ.

6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერების ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. პოლიციამ საქმეზე ერთი პირი დააკავა. გარდა ამისა, პოლიტიკოსები დაზარალებულებად ცნეს.

დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომ ეროვნული იდენტობის მიმართ შეტევის ახალი ტალღა მიმდინარეობს. ამასთან, მას ბერძენიშვილსა და სამნიძეზე თავდსხმის ფაქტი არ დაუგმია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge