png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დასავლეთის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, ვაკეთებთ ყველაფერს და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რეფორმების გაგრძელება. საქართველო არ ითხოვს არაფერს დაუმსახურებლად - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.06.2022
  • 20:21
დასავლეთის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, ვაკეთებთ ყველაფერს და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რეფორმების გაგრძელება. საქართველო არ ითხოვს არაფერს დაუმსახურებლად - ღარიბაშვილი

საქართველო ერთგულია ევროპული სტანდარტების, ფასეულობების, ევროკავშირის ფასეულობების, ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით; ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და წევრობაზე განაცხადიც გაკეთებულია, ახლა ევროპის ჯერია, ახლა მან უნდა გადაწყვიტოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო დაუმსახურებლად არაფერს ითხოვს, ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით.

„ევროკავშირისგან ჩვენ მოველით ბრძნულ გადაწყვეტილებას, რადგან, - მოდით, გულახდილად ვთქვათ, - როცა რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, მსოფლიოში ასე იფიქრეს: „იქნებ დღეს კონტექსტი სხვაგვარია და ასე შემდეგ“. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ დედამიწაზე არავის დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. არავის! პირიქით, ჩვენ გავხდით რუსეთთან ურთიერთობებში ყველა სახის „გადახალისების“, „ახლიდან დაწყების“ და ა. შ. მოწმენი. 2014 წელს მთელი მსოფლიო იყო შოკირებული, როცა რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. ასევე, სულ ახლახან მთელი მსოფლიო გაოგნებული და შოკირებული იყო, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ასე რომ, დასავლეთის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, სათანადო, პროპორციული. თუკი ევროკავშირი, ჩვენს რთულ დღევანდელ დროში, დატოვებს ჩემს ქვეყანას და სხვა მსგავს ქვეყნებს: ასოცირებულ ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, კანდიდატის სიმბოლური სტატუსის გარეშე, დაყოვნების გარეშე ვიტყვი, რომ ეს არის შეცდომა, რადგან ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რეფორმების გაგრძელება. საქართველო არ ითხოვს არაფერს დაუმსახურებლად, ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას “, - განაცხადა პრემიერმა.

პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება. დისკუსიაში, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად მიიღო მონაწილეობა. პანელს მოდერაციას უწევდა საინფორმაციო პლატფორმა „სემაფორის“ მთავარი რედაქტორი სტივ კლემონსი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge