png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არასწორი დრო სამართალწარმოებაში არ არსებობს - მამუკა მდინარაძე გვარამიას დაკავებაზე

  • კომენტარები
  • 03.06.2022
  • 09:32
არასწორი დრო სამართალწარმოებაში არ არსებობს - მამუკა მდინარაძე გვარამიას დაკავებაზე

არასწორი და სწორი დრო - სამართალწარმოებაში ამ ტერმინების შემოტანა  არასწორია და რატომ - ზუსტად ეგ იქნება პოლიტიკური ჩარევა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” , ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ქვეყანაში ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევები და მაშინ სულ არასწორი დრო იქნება.

„არასწორი დრო სამართალწარმოებაში არ არსებობს. შევეკამათები გინდათ პრეზიდენტს, გინდაც იმ ადამიანებს, ვინც იმას არ კადრულობენ, რასაც ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და შედარებით კონსტრუქციულად და ადამიანურად აწარმოებენ პოლიტიკას. მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, არასწორი და სწორი დრო სამართალწარმოებაში, ამ ტერმინების შემოტანა თავად არასწრია და რატომ - ზუსტად ეგ იქნება პოლიტიკური ჩარევა, ჩვენ რომ რაღაც გზებით ვცადოთ ან სასამართლოთან, ან პროკურატურასთან იმგვარი კონტაქტი, რომ იცი რა, შენი ჭირიმე, ეხლა არასწორი დროა და მოდი გადაწყვეტილება ჯერ არ გამოიტანო - ეს არის პოლიტიკური ჩარევა. ამ ქვეყანაში სულ არასწორი დრო იქნება მაშინ, ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია. სხვათა შორის, სულ ამას გვსაყვედურობენ ხოლმე ჩვენი მომხრეებიც, სუბიექტური რაკურსით რომ შევხედოთ,რათ გინდოდათ ახლა ეს. მე რათ მინდოდა, სასამართლომ გამოიტანა რაღაც გადაწყვეტილება, პროკურატურამ იშუამდგომლა, დაუკმაყოფილა, ან არ დაუკმაყოფილა და მე რათ მინდოდა. სანამ ასე ვიაზროვნებთ ჩვენ, რომ რათ გინდოდათ, მე არ მომმართავთ ამასთან დაკავშირებით, რომელიც არაფერ შუაში არ ვარ, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა მომხდარიყო, გულწრფელად და ამას მისვამდნენ თქვენი კოლეგები ნაცმოძრაობის ტელევიზიებიდან, საიდან გაიგეთ - საიდან გავიგე და ტელევიზორიდან, როგორც თქვენ ყველამ. ეს ხომ უნდა დავიჯეროთ როდესღაც, რომ არ შეიძლება ამის დრო არ არის და იმის დრო არ არის და პოლიტიკური კონტექსტი, თუნდაც ჩემთვის არადამაზიენებელი გადაწყვეტილებებისთვის ვიზრუნო ან სასამართლოში, ან პროკურატურაში“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge