png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, არ არსებობენ ომის პარტიები საქართველოში - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 02.06.2022
  • 22:31
არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, არ არსებობენ ომის პარტიები საქართველოში - პრეზიდენტი

ჩვენს მიმართ პარტნიორებისგან დამატებითი სანქციებისა და მეორე ფრონტის გახსნის შესახებ არანაირი მოთხოვნა არ არის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლისგან ასეთი სურვილი გასაგებია, რადგან, როცა ომში ხარ, გინდა გარკვეული ფორმით შველა და შეიძლება რაღაც თქვა.

"არანაირი მოთხოვნა არ არის ჩვენზე დამატებითი სანქციების, არანაირი მოთხოვნა არ არის ჩვენზე არსაიდან (ვგულისხმობ ჩვენს პარტნიორებს) მეორე ფრონტის გახსნაზე. არსად, მე სადაც ვიყავი, არავისგან.

ზოგიერთი უკრაინელისგან, ვინც არის მთავრობაში, რომ ეს სურვილი მოვისმინეთ, გასაგებია. როცა ომში ხარ და გინდა, რომ ამ სიტუაციაში ყველანაირად იყო გამარჯვებული და ეძებდე, საიდან შეიძლება იყოს რაღაცა ფორმის შველა, შეიძლება რაღაცები თქვა. მაგრამ ჩვენ რომ ვამბობთ, რომ არის მოთხოვნები მეორე ფრონტის გახსნის, ეს არასწორია, იმიტომ, რომ პარტნიორებიდან და ჩვენი მეგობრებიდან არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა. და მე იმასაც ვიტყოდი, რომ არა მგონია, ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა, მე ვთვლი, რომ ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვის, ყველასთვის. ვიცით, რომ მეორე ფრონტის არც საშუალება და არც სურვილი არ გვაქვს...

არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, არ არსებობს ომის პარტიები საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ ტოტალურად, მორალურად სოლიდარული უკრაინის მიმართ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge