png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 02.06.2022
  • 11:00
ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა ევროპარლამენტის წევრებს - საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მარინა კალიურანდს და საქართველოს საკითხზე მომხსენებელ სვენ მიკსერს.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა   ხაზი გაუსვა მთავრობის მიერ ინსტიტუციური შესაძლებლობების მობილიზაციის მაღალ დონეს, რის შედეგადაც საქართველომ წარმატებით შეავსო და ევროკომისიას ვადაზე ადრე მიაწოდა თვითშეფასების კითხვარი.
ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტარებს დაუდასტურა ქვეყნის ერთგულება რეფორმების კურსისადმი და აღნიშნა ხელისუფლების მზაობა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რასაც გაერთიანების წევრობა მოითხოვს.

მხარეებმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპარლამენტის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ისევე როგორც ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის პროცესში. 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მარინა კალიურანდსა და სვენ მიკსერს მათი პერსონალური ძალისხმევისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge