png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ევროკომისია საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას 15 ივნისამდე მიიღებს

  • პოლიტიკა
  • 01.06.2022
  • 21:35
ევროკომისია საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას 15 ივნისამდე მიიღებს

საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია 15 ივნისამდე მიიღებს, - აცხადებს ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პარალელურად აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას ამ მიმართულებით.

მინისტრის თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მას შეხვედრები ექნება ევროკომისრებთან და ევროპარლამენტარებთან, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით არსებული მოლოდინები და შესაძლებლობები.

"იმედი მაქვს, ეს შეხვედრები იქნება ძალიან ღია და შინაარსიანი და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავცვალოთ ხედვები, მოლოდინები და ის პერსპექტივები, რომელიც საქართველოს აქვს ამ პროცესში", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის განცხადებით საქართველო, ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევისა და განხორციელებული რეფორმებით იმსახურებს პოზიტიურ გზავნილს ევროპელი პარტნიორებისგან. მისივე თქმით როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველო გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge