png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა

  • პოლიტიკა
  • 31.05.2022
  • 22:05
დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა

მიუხედავად იმისა, სად ვიმყოფები და რა ფიზიკურ ტკივილს განვიცდი, ვგრძნობ „ევროპის სახალხო პარტიის“ ოჯახის ძალას, ჩემი პოლიტიკური ოჯახის, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ყოფილმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა EPP -ის ყრილობაზე წაიკითხა.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფები და რა ფიზიკურ ტკივილს განვიცდი, მე ვგრძნობ „ევროპის სახალხო პარტიის“ ოჯახის ძალას. ჩემი პოლიტიკური ოჯახის. ყოველთვის, ყველაზე ბნელ დროებაში, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ლიდერები აჩვენებენ გზას ნათელი მომავლისკენ. დღეს ეს პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. უკრაინას სჭირდებით. საქართველოს სჭირდებით. ევროპა თქვენ გარეშე არაფერია. მე მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც პუტინი და ივანიშვილი განასახიერებენ, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ევროპული საზოგადოების საფუძველს – თავისუფლებას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. არ შეგვეშინდეს, ვიბრძოლოთ ერთად, გაერთიანებულებმა. ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენი კოლექტიური უარის თქმის ფასი მკვეთრად ძვირია.

გული მწყდება ათასობით ურკაინელზე, ჩემს მეგობრებზე, რომლებიც იარაღით სწირავენ სიცოცხლეს ევროპული ოცნების სახელით. თუ უკრაინა დაეცემა, მას ბევრი სხვა მიჰყვება, დაწყებული ჩემი საყვარელი საქართველოდან. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს მოხდეს. ვეძებ ძალას, გადავლახო ჩემი ტანჯვის დღეები, ვფიქრობ ჩემი ძვირფასი მეგობრის ვილფრიდ მარტენსის მემკვიდრეობაზე, რომელმაც „ევროპის სახალხო პარტიაში“ მიმიღო, მაშინ, როდესაც რუსები უკვე ემუქრებოდნენ საქართველოს. ყველას ახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩემი ძველი მეგობარი დონალდ ტუსკი. სანამ ჩემი ჯანმრთელობა ამის საშუალებას მომცემს, არ დავნებდები, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს საბოლოო ფასის გადახდას ნიშნავს. როგორც ჟან მონემ თქვა, „მე არ ვარ ოპტიმისტი, არ ვარ პესიმისტი, მე გადაწყვეტილი ვარ“. თავისუფლება გაიმარჯვებს და დიდ ახალ ეპოქას გაუხსნის გზას“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

„ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე, დარბაზში იდგა ცარიელი სკამი, სადაც ეწერა მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge