png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პირდაპირ გეუბნებით, ხელს ვადებ კობახიძეს, ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი - ვაშაძე

  • კომენტარები
  • 30.05.2022
  • 13:53
პირდაპირ გეუბნებით, ხელს ვადებ კობახიძეს, ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი - ვაშაძე

პირდაპირ გეუბნებით, ხელს ვადებ კობახიძეს, ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ფიქრობენ, რომ ნაბიჯების კომპოზიცია, რაც მათ გადადგეს ერთი თვის მანძილზე, საკმარისი შეიძლება, აღმოჩნდეს, რათა ევროკავშირმა უარი გვითხრას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ადამიანი და ეს პოლიტიკური ჯგუფი თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ანტიდასავლური რიტორიკით, აშანტაჟებენ მოსამაართლეებს, გეგონება, ქურდული სამყარო იყოს სასამართლოში, ქურდმა რაღაც სიტყვა თქვა და აღარ უნდა წავიდნენ უცხოეთში. თავს ესხმიან ევროკავშირისა და ამერიკის ელჩს. მეტიც, იჭერენ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებს, არ ითვალისწინებენ არც ერთ რეკომენდაციას და შვიდ პუნქტს, რაც წარვადგინეთ. უბრალოდ წაიკითხეთ, უმარტივესია ამ ყველაფრის გაკეთება.

კობახიძის დღევანდელი განცხადება მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, მათი სტრატეგია მუშაობს და ევროკავშირი კანდიდატობაზე გვეტყვის უარს. შესაბამისად, უარის შემდგომი პროცესებისთვის ემზადებიან. მაგალითად, ჩვენ ირლანდიაში მივდივართ, ევროპარლამენტარებს უნდა შვეხვდე, შემდეგ ებრიუსელში, ბერლინში. მაქსიმალურად ვიმუშავებ, რომ ეს არ მოხდეს. პირდაპირ გეუბნებით, ხელს ვადებ კობახიძეს, ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ფიქრობენ, რომ ნაბიჯების კომპოზიცია, რაც მათ გადადგეს ერთი თვის მანძილზე, საკმარისი შეიძლება, აღმოჩნდეს, რათა ევროკავშირმა უარი გვითხრას. შესაბამისად, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები. ხაზს ვუსვამ ამას. აგერ ევროკავშირის ელჩი და მთელი ევროპა გეუბნება, გადმოდგი ნაბიჯი, რომ გადმოვდგათ ნაბიჯი ჩვენც. ჩვენ ჩვენი შვიდი პუნქტი დავდეთ, იმის რაც არის გადასადგმელი ნაბიჯები და დადონ მათაც ასეთი პუნქტები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიციის გათვლაა, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოჰყვეს მღელვარება, „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება, ქვეყნის ომში ჩართვა“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge