png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 30.05.2022
  • 12:58
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს.

"საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია. საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს. არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს. 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. იცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში დაახლოებით 150 პატიმარი კვდებოდა. ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული და მიზეზი ისაა, რომ ჯანდაცვის მომსახურებაც ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. იმას თავი რომ დავანებოთ, რომ პირდაპირ კლავდნენ 150 პატიმრიდან მინიმუმ ნახევარს - ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის, რომ 12-ჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიუთითებს იმას, რომ ჯანდაცვის მომსახურება ამ დაწესებულებებში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. შესაბამისად, ყველანაირი სერვისის საშუალება არსებობს. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის არ არის. აქედან გამომდინარე ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ზუსტად ისეთივე მოპყრობა იქნება სააკაშვილის მიმართ, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე სხვა 9500 პატიმარს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge