png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მატანიდან გქონდათ ჩართვა და ხევსურეთიდან, ომი გინდოდათ? იქ რა გინდოდათ, ქაქუცას საძვალესთან რატომ იყავით? იმ კაცმა ხომ თავი შესწირა რუსულ იმპერიას - ეკა ხერხეულიძე პრემიერს

  • პოლიტიკა
  • 27.05.2022
  • 17:03
მატანიდან გქონდათ ჩართვა და ხევსურეთიდან, ომი გინდოდათ? იქ რა გინდოდათ, ქაქუცას საძვალესთან რატომ იყავით? იმ კაცმა ხომ თავი შესწირა რუსულ იმპერიას - ეკა ხერხეულიძე პრემიერს

მატანიდან გქონდათ ჩართვა და ხევსურეთიდან, ომი გინდოდათ? იქ რა გინდოდათ, ქაქუცას საძვალესთან რატომ იყავით? იმ კაცმა ხომ თავი შესწირა რუსულ იმპერიას, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაცია გვინდა თუ არა და ნიშნისმოგებით ველაპარაკებით, სასაცილოა. უკაცრავად, მემკვიდრეობა საიდან გაქვთ, ამ გზის გაკაფვა საიდან დაიწყო ხო არ გაიხსნებეთ ბატონო ირაკლი? ან გუშინდელი ცერემონიალის რეჟისორი ვინც იყო და მატანიდან გქონდათ ჩართვა და ხევსურეთიდან, ომი გინდოდათ? იქ რა გინდოდათ, ქაქუცას საძვალესთან რატომ იყავით? იმ კაცმა ხომ თავი შეწირა რუსულ იმპერიას, ხევსურეთის ამდენი აჯანყება ხომ ეგ ბრძოლა იყო? რატო იყავით, ომი გინდოდათ? მე მიყვარს ეგ ისტორია და გამიხარდა დამოუკიდებლობის დღეს, რომ იქიდან ულოცავდით, მაგრამ მექანიკური იყო თქვენთვის ეს ყველაფერი და შინაარსობრივი დატვირთვა არ ჰქონია, ეგ არის უბედურება. ომი უნდა იდიოტს ამ ქვეყანაში. და ნებისმიერს, ვისაც ამისკენ მიდრეკილება აქვს, ის არის ავადმყოფი...

სულ რომ ჩვენს ძვლებზე გადაიაროს და იმ ადამიანებზე, რომელიც ერთი პალატაში კვდება, სრულად იმ სიტყვების თანასწორად, როგორც "ლე ფიგარო საუბრობს" და ნიკა გვარამიას ძვლებზე რომ გადაიაროს, რომელიც ახლა საკანში გახლავთ, დიახ, გვინდა ევროინტეგრაცია მაინც. თქვენ რას აჩუქებთ თქვენ ოჯახის წევრებს, ტყეს, მდინარეს თუ ნაკადულებს, ეს დრო აუცილებლად ჩაივლის, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაკარგოს შანსი და თქვათ უარი ამ ისტორიულ შანსზე და კეთილი ინებეთ, შეასრულეთ ვალდებულება და არ გადაეღობოთ იმ გზას სხვისკენ ხელის გაშვერით, რომ ჩვენ ვართ ხელისშემშლელი. არა, ჩვენ არც ერთი არ ვართ ხელისშემშლელი. ჩვენი ბუნებრივი ადგილი არის ევროპაში და მიუხედავად იმისა, რომ არაფრით არ იმსახურებს ეს ხელისუფლება, პირველი ლახვარი ჩემთვის იქნება, როდესაც უარყოფითი პასუხი მოვა ევროპიდან", - განაცხადა ხერხეულიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge