png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

აშშ-ის საელჩოს განცხადებით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას, თითქოს ამერიკის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 25.05.2022
  • 19:29
აშშ-ის საელჩოს განცხადებით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას, თითქოს ამერიკის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს - ირაკლი კობახიძე

აშშ-ის საელჩოსგან ამ შინაარსის განცხადება როდესაც ვრცელდება, ეს არის დადასტურება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იტყუებოდა და ბრალს სდებდა დანაშაულში ამერიკის საელჩოს, რაც არის სრულიად მიუღებელი მოვლენა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ძალიან სწორი განცხადებაა, ზუსტად ისაა, რასაც ვამტკიცებდით ჩვენ. 2012 წლამდეც, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იყო უმძიმესი რეჟიმი მათ შორის სასამართლოში, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა სასამართლო სისტემას და მხარდაჭერა დღესაც გრძელდება უკვე იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო არის მთლიანად რეფორმირებული. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს დაადასტურა ამერიკის საელჩოს განცხადებამ და ცივი წყალი გადაესხა ამით ოპოზიციის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეზე, სასამართლოზე და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას. ამ განცხადებით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რომ მმართველი გუნდი აშშ-ის საელჩოსგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საელჩოს განცხადება ზუსტად ამას ნიშნავს.

„ეს განცხადება ჩვენთვის ზუსტად ამას ნიშნავს. ამერიკის საელჩო რაღაცას რომ აკეთებს, მერე ამას ღიადაც ამბობს, მე ასე მგონია და როდესაც ამ შინაარსის განცხადება ვრცელდება, ეს არის ზუსტად იმის დადასტურება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იტყუებოდა და ბრალს სდებდა დანაშაულში ამერიკის საელჩოს, რაც არის სრულიად მიუღებელი მოვლენა. თუ რამე არის ანტიდასავლური კამპანია, ეს არის ის, როდესაც ოპოზიცია ამერიკის საელჩოს ბრალს სდებს სასამართლოზე ზეწოლაში. ეს არის ანტიდასავლური კამპანია და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ამას პასუხი გაეცა ცალსახად. ბუნებრივია, ამერიკის საელჩო ვერ იკადრებდა სასამართლოზე ზეწოლას, გამორიცხულია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ ვერ წავიდა კონკრეტული მოსამართლე აშშ-ში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ყველაფერს მოეფინება ნათელი.

„ერთადერთი, რა ინფორმაციაც გაქვთ თქვენ, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული რაღაც ამბები, მეტი არაფერი. ეს არის და ეს. დანარჩენს ყველაფერს მოეფინება ნათელი“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge