png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

"ქართული ოცნება" დღეს ყველასთვის ამაზრზენად გამოიყურება - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.05.2022
  • 15:35
"ქართული ოცნება" დღეს ყველასთვის ამაზრზენად გამოიყურება - სალომე სამადაშვილი

"მაკიაველმა თქვა, რომ ნეიტრალური პოზიციის დაჭერა არის სახიფათო, იმიტომ, რომ შეიძლება ამაზრზენი გახდე ყველა მხარისთვის. "ქართულმა ოცნებამ" იმას მიაღწია, რომ დღეს თქვენ ამაზრზენად გამოიყურებით ყველასთვის. ამაზრზენად გამოიყურებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისთვის და ამიტომ გეუბნებათ, რომ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში. მე მაინტერესებს, ფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში უნდა თქვენი ჩართვა? ევროკავშირს ომში უნდა თქვენი ჩართვა? არა - "ქართულ ოცნებას" გთხოვენ, რომ დააფიქსიროთ, ხართ თუ რაა თქვენ ცივილიზებული სამყაროს მხარეს და ეს ვერ მოისმინეს",-ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უზარმაზარი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, მოახერხა და საქართველო ჩააყენა გაუგებარ მდგომარეობაში.

"ქართული ოცნება" - სიცრუის პარტია, რომელიც უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან მიმართულია იქეთ, რომ დღეს, საქართველო ფაქტიურად არის გაუგებარ მდგომარეობაში უზარმაზარი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაინიცირეთ პარლამენტში რეზოლუცია და მოგიწოდეთ, რომ შეფასება გავუკეთოთ იმას, რაც რუსეთმა ჩაიდინა უკრაინაში. მაინტერესებს, გაუპატიურებული ქალები და ბავშვები ბუჩაში, თქვენი აზრით, არ იმსახურებენ თქვენს მხარდაჭერას? ამ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებს უკრაინა, სადაც ჩვენ ვიტყვით ნათლად, რომ ის, რასაც რუსეთი სჩადის დღეს უკრაინაში ატარებს ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს. რატომ არ შევიდა პარლამენტის დღის წესრიგში დღემდე ამ საკითხზე მსჯელობა?", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge