png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

აქსიომად იქცა, რომ "ქართული ოცნება" არის პუტინის რუსეთის მოკავშირე - კახა ოქრიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.05.2022
  • 14:36
აქსიომად იქცა, რომ "ქართული ოცნება" არის პუტინის რუსეთის მოკავშირე - კახა ოქრიაშვილი

"აქსიომად იქცა, რომ ქართული ოცნება არის პუტინის რუსეთის მოკავშირე და 2012 წლიდან ნერგავს საქართველოში შიშს. ეს არის სხვადასხვა შიში. სააკაშვილის მობრუნების შიში, საბანკო ვალების შიში, კოვიდის და ახლა უკვე ომის შიში. "ქართული ოცნება" არწმუნებს საზოგადოებას, რომ ოპოზიციას სურს სახელმწიფო გადატრიალება, არეულობა, ომი. გვახსოვს ათობით არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის ანონსი, გავრილოვის ჩამოყვანის აბსოლუტურად მტრული ნაბიჯი და ამ ყველაფერს მუდმივად ოპოზიციას აბრალებენ", - ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
 
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ დასავლელი პარტნიორების მიმართ რიტორიკა არის მტრული და შეურაცხმყოფელი.
 
„ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ რიტორიკა არის მტრული და შეურაცხმყოფელი. 2012 წლიდან „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რათა ევროკავშირმა თვითონ გვითხრას უარი გაწევრიანებაზე, ვგულისხმობ უკუსვლას დემოკრატიის კუთხით. პოლიტიკური ოპონენტების დევნა-დაკავებას, პოლიტ-პატიმრებს, სააკაშვილ-გვარამიას, თავისუფალი მედიის შეზღუდვას, 5 ივლისის მოვლენებს, კორუფციას, სახელმწიფოს მიტაცებას, მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემების მიტაცებას“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებს ეგონათ რუსეთი უკრაინასთან სწრაფად გაიმარჯვებდა, მაგრამ მთელი დემოკრატიული მსოფლიო აღუდგა მტერს და ბოროტება ვერ გაიმარჯვებს.

„მოგიწოდებთ „ქართულ ოცნებას“ გამოდით ჩვენი ოკუპანტის მოკავშირეობიდან და თავი დაანებეთ პუტინის რუსეთთან ალიანსში ყოფნას. გთავაზობთ, გადავდოთ ყველა საკითხი. ერთად ჩავიდეთ ევროპაში და მოვითხოვოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინა და მოლდოვასთან ერთად. ევროკავშირი გვთხოვს დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფ განვითარებას, მედიის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მართლმსაჯულების სისტემის უსწრაფეს რეფორმირებას. დიახ, მათ აქვთ მზა რეცეპტები და მათი რეცეპტებით უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge