png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ჩვენ ვიმსახურებთ დაბრუნებას ჩვენ ისტორიულ წიაღში და ეს შესაძლებლობის ფანჯარა არ უნდა დაგვეხუროს! - ნიკა გვარამია საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

  • პოლიტიკა
  • 23.05.2022
  • 19:34
ჩვენ ვიმსახურებთ დაბრუნებას ჩვენ ისტორიულ წიაღში და ეს შესაძლებლობის ფანჯარა არ უნდა დაგვეხუროს! - ნიკა გვარამია საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი, მთავარი არხის გენერალური დირექტორი საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.

ნიკა გვარამიას გზავნილი მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა.

მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის. თავს ვგრძნობ კარგად და მხნედ. დიდი გულისყურით და კმაყოფილებით ვაკვირდები იმას რომ ბოლო ბოლო ყველას ჩამოეხსნა თავლებიდან ლიბრი და სრულიად გაქარწყლდა, აქამდე არსებული ყველა მცირედი ილუზიაც კი, რომ ქართველებს არ შეგვიძლია ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. რომ ყველაფერი საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის ბრალია, რაშიც თითქოს ყველანი თანაბრად ვართ ჩართული და ყველანი დამნაშავე ვართ. არა და არა მეგობრებო!

დღეს მოვისმინე გერმანელი პროფესორის ჰანს გუთბროდის უნაკლო ანალიზი და მოწოდება, რომ საქართველოსთან მიმართებით, უნდა დავმარხოთ სიტყვა პოლარიზაცია. ეს მოწოდება პირველ რიგში, ჩვენს უცხოელ მეგობრებს მიემართება, რომლებიც ამდენი ხანი შეცდომაში შეჰყავდა ივანიშვილის მიერ მოგონილი პოლარიზაციის აბსურდს. სინამდვილეში, ეს ივანიშვილის მიერ შექმნილი მართვადი ქაოსია, რომლითაც ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს. აგერ უკვე რამდენი წელია და სამყაროს უქმნის არასწორ განცდას, თითქოს ჩვენ უმწეო და უუნარო ერი ვართ, რომელიც არ იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას. ჭეშმარიტად, რასაც ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, ეს არ არის ჰორიზონტალური პოლარიზაცია, ანუ დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის და ა.შ. ეს არის ვერტიკალური პოლარიზაცია, სადაც მაღლა პოლუსზე დამნაშავე ოლიგარქია თავისი ღრმად კორუმპირებული სისტემით და ჩინოვნიკებით, თავისი ასი ათასობით ბიუჯეტის პარაზიტებით, ვინც ხელფასზე ჰყიდის სამშობლოს; თავისი ექსტრემისტული ძალებით, ვინც არბევს, ცემს, ხოცავს, მის მიერ მიტაცებული სახელმწიფოთი, ხოლო ქვედა პოლუსზე ქართველი პატრიოტები, ანუ ყველა დანარჩენი, რომლის ერთ პოლუსზეა ე.წ. რუსკი მირი, ხოლო მეორე პოლუსზე ქართველი მედასავლეთეები. ესაა დაპირისპირება მოძალადესა და მსხვერპლს შორის.

ისმის კითხვა, როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება შენსა და შენი განადგურების მსურველს შორის, ან რაზე; როგორ უნდა მოხდეს ევროპული იდეის ირგვლივ გაერთიანება იმ დაჯგუფებასთან, ვისაც ამ იდეის არათუ არ სჯერა, არათუ ამ იდეის წინააღმდეგია, არამედ ღიად და აგრესიულად ეწევა ამ იდეის საბოტირებას როგორც იანუკოვიჩი 2014 წელს?

ქართული ოცნება არის არსებითად რუსული ძალა და ივანიშვილის მოდუს ოპერანდი არის აბსოლუტურად რუსული. მას არ ესმის მოლაპარაკება და შეთანხმების დაცვა, მასზე არ ჭრის დაყვავება და კომპრომისი. ის ამ ყველაფერს სისუსტედ აღიქვამს როგორც სხვა, ნებისმიერი რუსი. თავად შიშის მთესველი, საკუთარ გადაწყვეტილებებსაც ერთადერთი ინსტიქტის კარნახით იღებს, ესაა შიში და ამიტომ მას, როგორც ნებისმიერ სხვა რუსს, ძალის პოზიციიდან უნდა ელაპარაკო. ასე რომ, გამბედაობა და უშიშრობა გვმართებს. ჩვენი ისტორიული კომპასი მხოლოდ დასავლეთს აჩვენებს და არავითარი გადახვევა არ დაიშვება! ნებისმიერი წინაღობა ამ გზაზე, "რუსკი კარაბლის" გზას უნდა გავუყენოთ!

მივმართავ თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რუსეთიდან მართული არაქართული ძალაა. ქართული ძალა კი ვართ ჩვენ, უძველესი ევროპელები- საქართველოს ხალხი! ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ ხელისუფლებას და ამ შეცდომას აუცილებლად და უსწრაფესად გამოვასწორებთ! მაგრამ ჩვენ ვიმსახურებთ დაბრუნებას ჩვენ ისტორიულ წიაღში, დასავლურ ოჯახში და ეს შესაძლებლობის ფანჯარა არ უნდა დაგვეხუროს!

ეს არის ყველა ქართველი პატრიოტის ნატვრა დღესაც და საუკუნეების განმავლობაში, და ეს არის საქართველოს ნათელი მომავლის ერთადერთი და უალტერნატივო გზა. " ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge