png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვიოლა ფონ კრამონმა კარგად იცის, გენპროკურორობის დროს, რას აკეთებდა ეს კაცი, ახლა "რუსთავი 2" გაძარცვა, ეს იცის, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს იმიტომ, რომ კრიმინალების მფარველია - კობახიძე

  • კომენტარები
  • 20.05.2022
  • 11:45
ვიოლა ფონ კრამონმა კარგად იცის, გენპროკურორობის დროს, რას აკეთებდა ეს კაცი, ახლა "რუსთავი 2" გაძარცვა, ეს იცის, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს იმიტომ, რომ კრიმინალების მფარველია - კობახიძე

"სად ხედავთ უკუსვლას მედიის თავისუფლების კუთხით? ანუ, რა შეიცვლა? შარშან, გვქონდა ბევრად უკეთესი მდგომარეობა - წელს უარესი?", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "დღის სტუმარი" ვიოლა ფონ კრამონის მიერ მედიის თავისუფლებაზე გაკეთებულ განცხადებას.

როგორც კობახიძემ განაცხადა, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ერევა, ასეა სხვა ტელევიზიების შემთხვევაშიც, ტელეკომპანია "მთავარიც", "ტვ პირველიც" და "იმედიც" მუშაობს ზუსტად ისე, როგორც მუშაობდა წინა წელს.

"არავითარი ცვლილება არ არის ამ მიმართულებით. სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. აი, ამ აღქმებს აყალიბებს აქ ნაცმოძრაობა, იქ ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა ჯგუფი.

ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მათ შორის, სამართლის უზენაესობა. როდესაც, 2012 წლიდან მოყოლებული, მთავარი, რასაც შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთლიანი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს. ეს არის ძალიან ლოგიკური დასკვნა და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - ისინი არიან კონკრეტული კრიმინალური ძალის მფარველები.

ნაცმოძრაობა რა დანაშაულებს ჩადიოდა 2012 წლამდე არ იცოდა ვიოლა ფონ კრამონმა? ან რიშმა და ა.შ. ყველამ იცოდა. ვიოლა ფონ კრამონი სამართლიანად რომ აფასებდეს ნაცმოძრაობას, მათ შორის, დღესაც და გუშინ რა იყო. რომ ქონოდა მაშინაც და ახლაც სამართლიანი შეფასება.

გვარამიაზე იმას არ იტყოდა, რასაც ახლა ამბობს. მან, ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს, უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ეს კაცი და ახლა, "რუსთავი 2" გაძარცვა. ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს იმიტომ, რომ არის კრიმინალების მფარველი. ძალიან მარტივად არის აქ საქმე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში ასეულობით დეპუტატია და მათ შორის, რამდენიმე დეპუტატია მხილებული კრიმინალების დაცვაში და აქ არაფერ შუაშია ევროპა, ან ევროპარლამენტი.

"ევროპარლამენტში ასეული დეპუტატია, აქედან 7-8 ევროპარლამენტარი მუდმივად აკეთებს ერთი და იგივეს - მფარველობს კრიმინალებს. რა შუაშია აქ ევროპა, ან ევროპარლამენტი. მარტივად არის აქ საქმე, ევროპის წინააღმდეგ გამოსვლასთან ამას არანაირად კავშირი არ აქვს. პირიქით, ვიოლა ფონ კრამონს, ფოტიგას და ა.შ. თავად არ აქვთ კავშირი ევროპასთან იმიტომ, რომ ბოლომდე აცდენილები არიან ევროპულ ღირებულებებს. თავის ქვეყანაში, რომ უნდათ სამართლის უზენაესობა და აქ, რომ გეუბნებიან, რომ დამნაშავე არ უნდა დაიჭირო, აი, ეს არის ზუსტად აცდენა ევროპული ღირებულებების", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge