png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ანიდან ჰოემდე იციან, რა ხდება საქართველოში - გიორგი ვაშაძე დერეკ შოლესთან შეხვედრაზე

  • კომენტარები
  • 19.05.2022
  • 17:11
ანიდან ჰოემდე იციან, რა ხდება საქართველოში - გიორგი ვაშაძე დერეკ შოლესთან შეხვედრაზე

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დერეკ შოლესთან საუბრისას განიხილეს მოსამართლეებისა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხები. მისივე თქმით, ამერიკული მხარე ზედმიწევნით არის ინფორმირებული იმის თაობაზე, რაც ხდება საქართველოში.

"იყო საუბარი მოსამართლეების სანქცირებაზე, კლანის წევრი მოსამართლეების და ჩვენ მივაწოდეთ რომ... მეგობრებო, მე გუშინ მქონდა შეხვედრა მოსამართლეებთან, ვერ ვიტყვი საჯაროდ ვისთან, შოკში ვიყავი რაც ახლა ხდება სასამართლოში. ფაქტობრივად ბავშვებზე და ოჯახებზე არიან მისეული სამართალდამცავი უწყებები და ასე აშანტაჟებენ მოსამართლეებს.

რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საკითხი გვქონდა და ასევე იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვუთხარით შემდეგი რამ, რომ სადაც არის მტკიცებულება იქ უნდა იყოს კონკრეტული ქმედება და ეს ქმედება არის აუცილებელი თუნდაც სასამართლოს შემთხვევაში. როცა ვამბობთ, რომ კლანია სასამართლოში, მაშინ უნდა მოხდეს, როგორც უკრაინაში, დაიწყეს სანქცირება მოსამართლეების და ამან უშველა იქაურ მართლმსაჯულებას, დაახლოებით, ასე უნდა მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც. რაც შეეხება ივანიშვილზე იქნება თუ სხვაზე, ბევრ საკითხზე იყო საუბარი, დეტალებში ვერ შევალ, ამისი უფლება არა გვაქვს. თუმცა გულწრფელად ვიტყვი, ანიდან ჰოემდე იციან, რა ხდება საქართველოში. ძალიან კარგად ესმით, რატომ ხდება ეს ყველაფერი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მათი მხრიდან, ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც, რომ საქართველოში იყოს მშვიდობიანი, ოღონდ დასავლური განვითარება", - თქვა ვაშაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge