png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბიძინა ივანიშვილი არის უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ - ნიკა მელია დერეკ შოლესთან შეხვედრაზე

  • კომენტარები
  • 19.05.2022
  • 17:09
ბიძინა ივანიშვილი არის უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ - ნიკა მელია დერეკ შოლესთან შეხვედრაზე

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მისი განცხადებით, დერეკ შოლესთან შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაზე, პოლიტიზირებული მართლმსაჯულებაზე, პოლიტპატიმრებზე, დასავლური კურსზე, ოლიგარქიასა და უსაფრთხოების კუთხით გამოწვევებზე ისაუბრეს.

მელიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ არის.

"ბიძინა ივანიშვილი არის უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ. მისი ეკონომიკური საქმიანობა არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ და მას უკვე შეექმნა მისთვის სერიოზული და სამართლიანი პრობლემები სხვადასხვა ტრანზაქციებთან მიმართებაში. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება", - განაცხადა მელიამ.

როგორც ნიკა მელია ამბობს, შეხვედრაზე დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ზომები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული.

"ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც იყო სრულყოფილად საუბარი. პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უფრო შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, იგი იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმადგენლების როლი და აქაც როგორც არასოდეს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდა და იგი იქნება გადაყვანილი შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით საერთოდ კითხვის ნიშანიც კი არ ისმის თუ ვინმე არის ყველა გაგებით პოლიტიკური პატიმარი, მედიაწარმომადგენელი და ეს იყო პირველი შემთხვევა, აქამდე გვინახავს აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობაში, მაგრამ უფრო შორს წავიდა "ოცნება" და ჟურნალისტი, უსაფუძვლოდ დააკავეს და ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ზომები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული და მალე დაგიბრუნდებათ თქვენ ტელევიზიაში" განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge