png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვიდრე აქამდე - გიორგი გაბუნია

  • კომენტარები
  • 16.05.2022
  • 11:30
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვიდრე აქამდე - გიორგი გაბუნია

მთავარი არხის  გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი გაბუნიას განცხადებით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, ტელევიზია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლოსგან ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა იქცა უბრალოდ, დაშინებული, ძალადობის ქვეშ მყოფი, არათავისუფალი ადამიანების აგლომერაციად, რომლებიც უბრალოდ შემთხვევით გავჩნდით ერთ ტერიტორიაზე და ამიტომ ვართ ერთად. არც ენა, არც მამული, არც სარწმუნოება სამწუხაროდ, აღარ არის ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი ნიშნები. ვხედავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს არც მამული, უკვე დაფლეთილია ჩვენი ქვეყანა, არ გვაქვს არც ენა იმიტომ, რომ წერა-კითხვაც კი აღარ ვიცით წესიერად ან თუ ვიცით, ამას მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გასახლეჩად და ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად ვიყენებთ. სამწუხაროდ, სარწმუნოებაც ფარსად იქცა, განსაკუთრებით ბოლო წლებში.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იმიტომ, რომ ახლა კიდევ ერთი დამატებითი ძალიან დიდი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, როგორც ყოველთვის, არა მარტო ნიკას თავისუფლებისთვის, ამჯერად სახელმწიფომ, „ქართულმა ოცნებამ“ ასე მოინდომა და ნიკა გვარამია გახადა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ, არა ერთადერთად.

ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და მარტივი არ იქნება. ნიკა გვარამიას ბოლო წლების მთავარი ქმნილება „მთავარი არხი“ ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას“,-განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge