png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ჩვენმა პარტიამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო სამართლებრივი თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარება ქალთა როლის გაძლიერებისთვის - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.05.2022
  • 15:37
ჩვენმა პარტიამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო სამართლებრივი თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარება ქალთა როლის გაძლიერებისთვის - ღარიბაშვილი

თანასწორობის უზრუნველყოფა კვლავაც ყველა ჩვენგანის, თითოეული ქალისა და მამაკაცის საქმეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, რომლის შექმნასა და გამარჯვებაში ქალები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო სამართლებრივი თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარება ქალთა როლის გაძლიერებისთვის.

„შემუშავდა და დაიხვეწა კანონმდებლობა ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ხარისხიანი ჯანდაცვისა და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა, კვოტირების მექანიზმის შემოღება ამ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. დღეს, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით, ამ მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი დედების და დების, ქალიშვილებისა და მეუღლეების ხმათა გაძლიერება, რასაკვირველია, ძალზე სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა ჩვენი პარტიისთვის, ზოგადად შიდაპარტიული დემოკრატიისა და თანასწორობის გაძლიერებისათვის. მჯერა, რომ მიზნები, რომელთა მიღწევის ამბიციაც ამ ორგანიზაციას აქვს – ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების დღის წესრიგში მეტად გამოკვეთა და გადაჭრა, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა – ასევე კარგია მთლიანად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ასე, რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით სრულ თანადგომას გპირდებით და თქვენი, ჩვენი საერთო მიზნის მიღწევას და წარმატებას გისურვებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge