png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ - არესტოვიჩი

  • პოლიტიკა
  • 14.05.2022
  • 12:29
საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა იუთუბ-არხ "ფეიგინ ლაიფის" მორიგ გადაცემაში ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან შეერთების თაობაზე დანიშნული ე.წ. რეფერენდუმის თაობაზეც ისაუბრა.

მან უპასუხა შეკითხვას, რამდენად აქვს "საქართველოს ცხინვალში შესვლის შანსი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის ჯარის ნაწილი უკრაინაშია გადასროლილი". არესტოვიჩის თქმით, "საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ".

"მე კარგად არ ვიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. ვერ ვიტყვი, შეუძლიათ თუ არა მათ ცხინვალში შესვლა, არის თუ არა ჯარი ახლა შესაბამის მდგომარეობაში, მაგრამ მე კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა. ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ ეს შეეძლოთ. შეიძლება, შეუძლიათ, მაგრამ მე ასე არ მგონია, რადგან ქვეყნის ხელისუფლება არ შეიძლება შედიოდეს კამათში ორ შტატგარეშე მრჩეველთან - ჩემთან და პოდოლიაკთან. ეს ხდება პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე და ასე შემდეგ. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც ძალიან ზუსტად მოარტყამ მტკივნეულ ადგილზე. თუმცა, ქართველი ხალხი იკითხავს, „ბიჭებო, როგორაა ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, როდესაც ჩვენი კუთვნილება მიაქვთ ახლა უკვე არა მხოლოდ დე ფაქტო, არამედ უკვე დე იურე", - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, საინტერესოა, დასავლეთი როგორ რეაგირებას მოახდენს ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge