png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს თავი გადადო და მატერიალური მხარით მისი შანტაჟი შეუძლებელია - მამუკა მდინარაძე

  • კომენტარები
  • 11.05.2022
  • 14:11
ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს თავი გადადო და მატერიალური მხარით მისი შანტაჟი შეუძლებელია - მამუკა მდინარაძე

ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული ქმედება დაგეგმა, არ გაითვალისწინა მთავარი, მან 2012 წელს თავი გადადო და მატერიალური მხარით მისი შანტაჟი შეუძლებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე ისევ იმეორებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ვერავინ შეძლებს.

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხის აქტუალიზაციასთან დაკავშირებით საყოველთაო კონსენსუსი იყო. ჩემი აზრით, ომისა და ღალატის პარტიასაც ძალიან აწყობდა ამ თემის აქტუალიზაცია, რადგანაც გუშინ მათი ყველა მთავარი გამოშვება ამ თემით გაიხსნა. ვფიქრობ, ვერსიას, რომ გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, აქვს არსებობის უფლება და ლეგიტიმაცია ამ ვერსიას აქვს; მაგრამ თუ ეს ასეა და ამ ვერსიას თუ მივყვებით, ვინც ეს დაგეგმა, არ გაითვალისწინა ერთი მთავარი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო და მატერიალური მხარით მისი შანტაჟი, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ არის შეუძლებელი. ვინმეს თუ აინტერესებს, რომ სხვა მხრიდან მოუაროს ამ სიტუაციას, აქვს ამ ქვეყნის ომში ჩართვის სურვილი და მცდელობა, გარანტირებულად შეგვიძლია, ყველას ვუთხრათ, რომ ომი ამ ქვეყანაში არ იქნება; ხელისუფლება უზრუნველყოფს ამ პოლიტიკას. ამ ჩვენს მოსაზრებას, ჩვენს სურვილს ეთანხმება გაცილებით მეტი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვიდრე უშუალოდ ხელისუფლებას უჭერს მხარს; ადამიანები ამბობენ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკა ამ ქვეყანაში ამ მიმართულებით არის სწორი, ბუნებრივია, ეს ასეც იქნება და ვერანაირი სხვა გზებით ვერავინ მოახერხებს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიოს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge