png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თუკი ვინმე არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს არის, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო - რატი ბრეგაძე

  • კომენტარები
  • 09.05.2022
  • 21:45
თუკი ვინმე არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს არის, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მინისტრის თქმით, თუკი ვინმე არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს არის, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო.
 
„მინდა, დავამშვიდო ყველა. როგორც იუსტიციის სამინისტრო, ისე სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს კარგ მდგომარეობაში, ისევე, როგორც ამას ვაკეთებთ ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში; პენიტენციური სამსახური ზრუნავს სრულად მის ჯანმრთელობაზე. აქ არიან სხვადასხვა პროფილის ექიმები, უტარებენ გამოკვლევებს, სინჯავენ. მას ჩაუტარდა ლაბორატორიული ანალიზები. თუ დადგა საჭიროება, ვიმოქმედებთ შესაბამისად. მას ჰყავს სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული ექიმები და თუ ვინმეს ინტერესია, სააკაშვილი იყოს კარგად, ვართ ჩვენ“, – განაცხადა მინისტრმა.
 
რატი ბრეგაძის თქმით, ის ყოველდღიურად ინტერესდება პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობით და ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს სამედიცინო პერსონალთან:
 
„ვინტერესდები მისი ჯანმრთელობით და მაქვს კომუნიკაცია ექიმებთან, არავის შეშფოთება არ გამოუთქვამს... რაც დასჭირდება სააკაშვილს, მიიღებს ყველაფერს, ისევე, როგორც სხვა პატიმარი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge