png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჩვენ ზამთარს დავძლევთ, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, მაგრამ დასრულდება და მას უკრაინის მზე დაადნობს - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 08.05.2022
  • 12:46
ჩვენ ზამთარს დავძლევთ, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, მაგრამ დასრულდება და მას უკრაინის მზე დაადნობს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით კიევის ოლქში, ბოროდიანკაში ვიდეომიმართვა ჩაწერა. მისი თქმით, უკრაინელები, სამხედროები და მოქალაქეები, მათი შთამომავლები, რომლებმაც დაამარცხეს ნაციზმი, კვლავ გაიმარჯვებენ.

"შეიძლება არსებობდეს შავ-თეთრი გაზაფხული? არსებობს მარადიული თებერვალი? დაკარგეს თუ არა ფასი ოქროს სიტყვებმა? სამწუხაროდ, უკრაინას ამ შეკითვებზე პასუხი აქვს. სამწუხაროდ, პასუხია - დიახ, ყოველი წლის 8 მაისს მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად მივაგებთ პატივს ყველას, ვინც მეორე მსოფლიო ომისას ნაციზმისგან პლანეტა დაიცვა.

მილიონობით სიცოცხლე, დანგრეული ცხოვრება, ნაწამები სულები და მილიონობით მიზეზი ვუთხრათ ბოროტებას - აღარასოდეს. წელს ჩვენ სხვანაირად ვამბობთ ამ სიტყვას. სხვანაირად აღვიქვამთ სიტყვას „აღარასოდეს“. ეს მტკივნეული და სასტიკია. ძახილისა კი არა კითხვის ნიშნით „აღარასოდეს?“ ამის შესახებ უკრაინას უთხარით. 24 თებერვალს სიტყვა წაიშალა, 24 თებერვალს ეს სიტყვა წაიშალა. დღეს ეს სიტყვა აღარაფერს ამბობს“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ვერ დაიმალება ბუნკერში.

მისი თქმით, ზამთარი. რომელიც 24 თებერვალს დაიწყო და 8 მაისს გრძელდება დასრულდება და მას უკრაინის მზე დაადნობს.

„ჩვენ ზამთარს დავძლევთ, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, 8 მაისს გრძელდება, მაგრამ ნამდვილად დასრულდება და მას უკრაინის მზე დაადნობს. და ჩვენ მთელ ქვეყანასთან ერთად შევხვდებით ჩვენს განთიადს. და ოჯახი და საყვარელი ადამიანები, მეგობრები და ნათესავები კვლავ ერთად იქნებიან! კვლავ, საბოლოოდ! და აღარ იქნება შავ-თეთრი სიზმრები, მხოლოდ ლურჯ-ყვითელი. კვლავ, საბოლოოდ! ჩვენი წინაპრები ამისთვის იბრძოდნენ”, - თქვა ზელენსკიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge