png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თითქოს ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში აღმოვჩნდით, სადაც სიცოცხლისთვის ვიბრძვით, მსოფლიო კი საინტერესო სიუჟეტს უყურებს - წერილი „აზოვსტალიდან“

  • მსოფლიო
  • 08.05.2022
  • 00:19
თითქოს ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში აღმოვჩნდით, სადაც სიცოცხლისთვის ვიბრძვით, მსოფლიო კი   საინტერესო სიუჟეტს უყურებს - წერილი „აზოვსტალიდან“

უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაურმა სერჰი ვოლინამ, რომელიც “აზოვის“ პოლკთან ერთად მარიუპოლში “აზოვსტალის“ ქარხანაში იმყოფება და რუსეთის ძალებს მედგარ წინააღმდეგობას უწევს, Facebook-ზე წერილი გამოაქვეყნა. ვოლინა ამბობს, რომ „აზოვსტალის“ დამცველები ჯოჯოეთურ რეალითი-შოუში აღმოჩნდნენ, რომელსაც მელი მსოფლიო თვალს ადევნებს. ვოლინა იმდოვნებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, საბოლოოდ მათი გადარჩენის გადწყვეტილება მიღებული იქნება.

„თითქოს რომელიღაც ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში აღმოვჩნდით, სადაც ჩვენ მეომრები, სიცოცხლისთვის ვიბრძვით, გადარჩენის ყოველ შანსს ვიყენებთ, მთელი მსოფლიო კი   საინტერესო სიუჟეტს უყურებს! ასეთ სცენარებს იყენებენ ფილმებსა და სერიალებში. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ეს ფილმი არაა და ჩვენ გამოგონილი პერსონაჟები არ ვართ! ეს რეალური ცხოვრებაა! ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წამება, ცრემლები, შიში, სიკვდილი - ყველაფერი სინამდვილეა!

რა მაკვირვებს?

ცინიზმი! ადამიანების ცინიმზს საზღვარი არ აქვს! არსებობს საყოველთაო წესები, ისინი ერთნაირია ყველასთვის, დამოწმებული კანონებით, ხელმოწერითა და ბეჭდით, მაგრამ არ მოქმედებს! მაშინ რა საჭიროა ისინი?

რისი იმედი მაქვს?

სასწაულის!!! იმის, რომ უმაღლესი ძალები (ამ სიტყვიის ფართო გაგებით) იპოვიან ჩვენი გადარჩენის გადაწყვეტილებას! და ეს ჯოჯოხეთური რეალითი-შოუ დასრულდება...

უმაღლესო ძალებო, ჩვენ ველოდებით თქვენი გადაწყვეტილებების შედეგებს... დრო იწურება, დრო კი - ეს ჩვენი სიცოცხლეა!

საზღვაო ქვეითები – მუდამ ერთგულნი იქნებიან! დიდება უკრაინას!

P.S. თეთრი დროშები, მოქალაქეთა ევაკუაციისთვის, უკვე ოთხჯერ იქნა გამოყენებული ხალხის თითოეული ევაკუაციის დროს. ბოლო ევაკუაციის საფასური – სამი მოკლული და ექვსი დაჭრილი სამხედრო. მარიუპოლის გარნიზონმა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად გააკეთა ყველაფერი. ვთხოვთ, ყველას, გამოიჩინეთ ძალისხმევის მაქსიმუმი სამხედროების ევაკუაციისთვის,"- წერს ვოლინა.

დღეს, უკრაინის ვიცე-პერმიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge