png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„აზოვის“ პოლკი „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან ოკუპანტების განდევნის ცნობას არ ადასტურებს

  • მსოფლიო
  • 05.05.2022
  • 21:05
„აზოვის“ პოლკი „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან ოკუპანტების განდევნის ცნობას არ ადასტურებს

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი უარყოფს ინფორმაციას „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების განდევნის შესახებ. პალამარი 24tv.ua-ს ესაუბრა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტები ქარხნიდან განდევნეს.

რუსი ოკუპანტები უკვე მესამე დღეა, რაც მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისინი განდევნილი არ არიან, და ამ დრომდე შტურმს აგრძელებენ. ტერიტორიაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის არავინ განუდევნია, ისინი {რუსები} ქარხნის ტერიტორიაზე არიან. მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები“, - განაცხადა პალამარმა.

გარდა ამისა, ერთ-ერთი აზოველის თქმით, დამპყრობლებმა ქარხნის ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ ყოფილა. ქარხნის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან სამოქალაქო პირები, ქალები, ბავშვები და მძიმედ დაჭრილები.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები 4 მაისს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაგრამ ისინი უკრაინელმა დამცველებმა განდევნეს, თუმცა იქვე დაამატა, რომ ხელისუფლება აღნიშულ ინფორმაციას აზუსტებდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge